სურა 16 ნაჰლი, აიათი 77 – 83
-
وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَا أَمْرُ السَّاعَةِ إِلَّا كَلَمْحِ الْبَصَرِ أَوْ هُوَ أَقْرَبُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და ალლაჰს ეკუთვნის უხილავი ცათა და ქვეყნისა. წარღვნის მოსვლა თვალის დახამხამების ტოლია ან უფრო სწრაფიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
16:77 -
وَاللَّهُ أَخْرَجَكُمْ مِنْ بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْئًا وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۙ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
16:78 -
أَلَمْ يَرَوْا إِلَى الطَّيْرِ مُسَخَّرَاتٍ فِي جَوِّ السَّمَاءِ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا اللَّهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მორჩილნი ცის კამარაზე? არავინ აკავებს მათ, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის!
16:79 -
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُمْ مِنْ بُيُوتِكُمْ سَكَنًا وَجَعَلَ لَكُمْ مِنْ جُلُودِ الْأَنْعَامِ بُيُوتًا تَسْتَخِفُّونَهَا يَوْمَ ظَعْنِكُمْ وَيَوْمَ إِقَامَتِكُمْ ۙ وَمِنْ أَصْوَافِهَا وَأَوْبَارِهَا وَأَشْعَارِهَا أَثَاثًا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ
და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის სახლები საცხოვრებლად. და ასევე დაადგინა თქვენთვის საქონლის ტყავებიდან სადგომი საცხოვრებლად, რომელსაც ადვილად ატარებთ მგზავრობისას, ან როცა დაბინავდებით. და მათი მატყლისგან, სტევისგან და ბეწვისგან სამოსელი და ავეჯი, სარგებლად დანიშნულ ვადამდე.
16:80 -
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُمْ مِمَّا خَلَقَ ظِلَالًا وَجَعَلَ لَكُمْ مِنَ الْجِبَالِ أَكْنَانًا وَجَعَلَ لَكُمْ سَرَابِيلَ تَقِيكُمُ الْحَرَّ وَسَرَابِيلَ تَقِيكُمْ بَأْسَكُمْ ۚ كَذَٰلِكَ يُتِمُّ نِعْمَتَهُ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْلِمُونَ
და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის საჩრდილობელი იმისგან, რაც გააჩინა. და დაადგინა თქვენთვის თავშესაფარი მთებში. დაადგინა თქვენთვის სამოსი, რომელიც სიცხისგან გიცავთ და სამოსი, რომელიც საფრთხისგან გიცავთ. ამგვარად, სრულჰქმნის თავის წყალობას თქვენზე, ეგების ჰმორჩილოთ!
16:81 -
فَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ الْمُبِينُ
და თუ ისინი პირს იბრუნებენ, ამის მერე შენი ვალი მხოლოდ აშკარა ცნობებაა.
16:82 -
يَعْرِفُونَ نِعْمَتَ اللَّهِ ثُمَّ يُنْكِرُونَهَا وَأَكْثَرُهُمُ الْكَافِرُونَ
ისინი შეიცნობენ ალლაჰის წყალობას და მერე უარყოფენ მას, რამეთუ უმრავლესობა მათგან ურწმუნოა.
16:83
თარგმანი: რეზო მიქელაძე