სურა 16 ნაჰლი, აიათი 71 – 76

  1. وَاللَّهُ فَضَّلَ بَعْضَكُمْ عَلَىٰ بَعْضٍ فِي الرِّزْقِ ۚ فَمَا الَّذِينَ فُضِّلُوا بِرَادِّي رِزْقِهِمْ عَلَىٰ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَهُمْ فِيهِ سَوَاءٌ ۚ أَفَبِنِعْمَةِ اللَّهِ يَجْحَدُونَ

    და ალლაჰმა აღამაღლა თქვენგან ერთი ნაწილი მეორეზე ქონებითა და სარჩოთი. ხოლო რომელნიც აღმატებულ იქმნენ, საარსებოს არ მისცემენ, ვინც მათ ხელთქვეშაა, რათა ისინი არ გაუთანაბრდნენ მათ. ნუთუ ალლაჰის წყალობას უარყოფენ ეგენი?

    16:71
  2. وَاللَّهُ جَعَلَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا وَجَعَلَ لَكُمْ مِنْ أَزْوَاجِكُمْ بَنِينَ وَحَفَدَةً وَرَزَقَكُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ ۚ أَفَبِالْبَاطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَتِ اللَّهِ هُمْ يَكْفُرُونَ

    და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე და გიბოძათ თქვენ თქვენი მეუღლეებიდან შვილები, შვილიშვილები და მოგმადლათ სიკეთეებიდან. ნუთუ ისევ კერპებისა სწამთ? და ნუთუ ეგენი ალლაჰის წყალობას უარყოფენ?

    16:72
  3. وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَهُمْ رِزْقًا مِنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ شَيْئًا وَلَا يَسْتَطِيعُونَ

    და ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა სხვას, რომელთაც არ ხელეწიფებათ მათთვის სარჩოს მიცემა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, და არ შეუძლიათ მათ.

    16:73
  4. فَلَا تَضْرِبُوا لِلَّهِ الْأَمْثَالَ ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ

    არავინ შეადაროთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰი უწყის, და თქვენ არ უწყით!

    16:74
  5. ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا عَبْدًا مَمْلُوكًا لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَمَنْ رَزَقْنَاهُ مِنَّا رِزْقًا حَسَنًا فَهُوَ يُنْفِقُ مِنْهُ سِرًّا وَجَهْرًا ۖ هَلْ يَسْتَوُونَ ۚ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და ალლაჰმა მაგალითად მოიტანა იგავი მონისა, რომელიც სხვისი კუთვნილებაა და არაფერი ხელეწიფება, ხოლო ვისაც ჩვენ ვუბოძეთ მშვენიერი სარჩო, იგი გაიღებს მისგან დაფარულად და აშკარად; განა თანასწორნი არიან ისინი? ქება-დიდება ალლაჰს! დიახაც, დიდი ნაწილი მათგან არ უწყიან.

    16:75
  6. وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا رَجُلَيْنِ أَحَدُهُمَا أَبْكَمُ لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَهُوَ كَلٌّ عَلَىٰ مَوْلَاهُ أَيْنَمَا يُوَجِّهْهُ لَا يَأْتِ بِخَيْرٍ ۖ هَلْ يَسْتَوِي هُوَ وَمَنْ يَأْمُرُ بِالْعَدْلِ ۙ وَهُوَ عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    და ალლაჰმა აგრეთვე მაგალითად მოიყვანა იგავი ორი კაცისა. ერთი მათგანი მუნჯია, არაფრის შემძლე, ტვირთად აწევს თავის პატრონს. სადაც არ უნდა გაგზავნონ, ხეირი არ მოაქვს. განა თანასწორია იგი იმისა, ვინც ჭეშმარიტებას მეტყველებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგას?

    16:76

თარგმანი: რეზო მიქელაძე