სურა 16 ნაჰლი, აიათი 51 – 60
-
وَقَالَ اللَّهُ لَا تَتَّخِذُوا إِلَٰهَيْنِ اثْنَيْنِ ۖ إِنَّمَا هُوَ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ فَإِيَّايَ فَارْهَبُونِ
და ბრძანა ალლაჰმა: „არ დაიდგინოთ ორი ღმერთი, იგი მხოლოდ ერთია. მაშ, მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ!“
16:51 -
وَلَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلَهُ الدِّينُ وَاصِبًا ۚ أَفَغَيْرَ اللَّهِ تَتَّقُونَ
მას ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ყოველთვის მას უნდა ემორჩილებოდეთ. ნუთუ გექნებათ ვინმეს შიში, ალლაჰის გარდა?
16:52 -
وَمَا بِكُمْ مِنْ نِعْمَةٍ فَمِنَ اللَّهِ ۖ ثُمَّ إِذَا مَسَّكُمُ الضُّرُّ فَإِلَيْهِ تَجْأَرُونَ
და თქვენ რაც სიკეთე გაბადიათ, ყველაფერი ალლაჰისგანაა. მერე თუ რაიმე უბედურება გეწევათ, მაშინ მას შეევედრეთ!
16:53 -
ثُمَّ إِذَا كَشَفَ الضُّرَّ عَنْكُمْ إِذَا فَرِيقٌ مِنْكُمْ بِرَبِّهِمْ يُشْرِكُونَ
მერე, როცა თქვენ სიავეს მოგაცილებს, თქვენგან ერთი ჯგუფი თავიანთ ღმერთს მოზიარენს უდგენს,
16:54 -
لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ
რათა უარყონ იგი, რაც ჩვენ ვუბოძეთ. აბა, გაერთეთ, და მალე შეიტყობთ თქვენ!...
16:55 -
وَيَجْعَلُونَ لِمَا لَا يَعْلَمُونَ نَصِيبًا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ ۗ تَاللَّهِ لَتُسْأَلُنَّ عَمَّا كُنْتُمْ تَفْتَرُونَ
და წილს უდგენენ იმას, რაც მათ ვუბოძეთ იქიდან, რასაც არ უწყიან. ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ მოგეკითხებათ ყოველივე იმის გამო, რასაც თხზავდით!
16:56 -
وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ الْبَنَاتِ سُبْحَانَهُ ۙ وَلَهُمْ مَا يَشْتَهُونَ
და ალლაჰს უდგენენ ქალიშვილებს. დიდება მას! თავისთვის კი იტოვებენ იმას, რაც სურთ.
16:57 -
وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُمْ بِالْأُنْثَىٰ ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ
და როცა რომელიმე მათგანს ქალიშვილს ახარებენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.
16:58 -
يَتَوَارَىٰ مِنَ الْقَوْمِ مِنْ سُوءِ مَا بُشِّرَ بِهِ ۚ أَيُمْسِكُهُ عَلَىٰ هُونٍ أَمْ يَدُسُّهُ فِي التُّرَابِ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَحْكُمُونَ
ემალება ხალხს უხეირო ცნობის გამო. დაიტოვოს სირცხვილად შვილი თუ მიწაში ჩამარხოს? ერთი შეხედე, რა საზიზღარია მათი განაჩენი!
16:59 -
لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ مَثَلُ السَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, ცუდი თვისებები ახასიათებთ. და ალლაჰისთვისაა თვისებები უზენაესი, და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!
16:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე