სურა 16 ნაჰლი, აიათი 41 – 50
-
وَالَّذِينَ هَاجَرُوا فِي اللَّهِ مِنْ بَعْدِ مَا ظُلِمُوا لَنُبَوِّئَنَّهُمْ فِي الدُّنْيَا حَسَنَةً ۖ وَلَأَجْرُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ
და რომელთაც გადასახლდნენ ალლაჰისთვის მას მერე, რაც შეავიწროვეს, უთუოდ, მაგათ დედამიწაზე საუკეთესოდ დავამკვიდრებთ და, უთუოდ, საზღაური საიქიოსი უფრო დიდია, რომ იცოდნენ მაგათ,
16:41 -
الَّذِينَ صَبَرُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ
რომელთაც მოითმინეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ!
16:42 -
وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ إِلَّا رِجَالًا نُوحِي إِلَيْهِمْ ۚ فَاسْأَلُوا أَهْلَ الذِّكْرِ إِنْ كُنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ
და არ მოგვივლენია ჩვენ შენამდე, თუ არა ადამიანნი, რომელთაც შთავაგონებდით. თუ თქვენ არ იცით, მაშ, ჰკითხეთ მცოდნეებს (სწავლულებს),
16:43 -
بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ ۗ وَأَنْزَلْنَا إِلَيْكَ الذِّكْرَ لِتُبَيِّنَ لِلنَّاسِ مَا نُزِّلَ إِلَيْهِمْ وَلَعَلَّهُمْ يَتَفَكَّرُونَ
ცხადი სასწაულები და წიგნები. და მოვავლინეთ შენზე შეხსენება, რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!
16:44 -
أَفَأَمِنَ الَّذِينَ مَكَرُوا السَّيِّئَاتِ أَنْ يَخْسِفَ اللَّهُ بِهِمُ الْأَرْضَ أَوْ يَأْتِيَهُمُ الْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ
ნუთუ უკვე დარწმუნდნენ, რომელნიც ბოროტებას ხლართავენ, რომ ალლაჰი არ მოაქცევთ მათ მიწის ქვეშ ან არ აწევთ მათ სასჯელს იქიდან, საიდანაც არ მოელიან?
16:45 -
أَوْ يَأْخُذَهُمْ فِي تَقَلُّبِهِمْ فَمَا هُمْ بِمُعْجِزِينَ
ან შეიპყრობს იგი მათ, როცა აქეთ-იქით დაძრწიან და ვერ შეძლებენ თავის დაძვრენას?
16:46 -
أَوْ يَأْخُذَهُمْ عَلَىٰ تَخَوُّفٍ فَإِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌ رَحِيمٌ
ან შეიპყრობს იგი, როცა მათ შიში მოერევათ? უეჭველად, შენი ღმერთი შემბრალებელია, მწყალობელია!
16:47 -
أَوَلَمْ يَرَوْا إِلَىٰ مَا خَلَقَ اللَّهُ مِنْ شَيْءٍ يَتَفَيَّأُ ظِلَالُهُ عَنِ الْيَمِينِ وَالشَّمَائِلِ سُجَّدًا لِلَّهِ وَهُمْ دَاخِرُونَ
ნუთუ ვერ დაინახეს მათ ალლაჰის გაჩენილები და მათი ჩრდილნი, რომელნიც იხრება მარჯვნივ და მარცხნივ ალლაჰისადმი თაყვანისცემით, სეჯდეს აღმსრულე, მოკრძალებულად?!
16:48 -
وَلِلَّهِ يَسْجُدُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ مِنْ دَابَّةٍ وَالْمَلَائِكَةُ وَهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ
და ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ყოველი სულიერი და ანგელოზნი. და ისინი არ მედიდურობენ.
16:49 -
يَخَافُونَ رَبَّهُمْ مِنْ فَوْقِهِمْ وَيَفْعَلُونَ مَا يُؤْمَرُونَ ۩
ეშინიათ თავიანთი ღმერთის, მათი მბრძანებელის და ასრულებენ იმას, რაც დაევალათ.
16:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე