სურა 16 ნაჰლი, აიათი 22 – 25

  1. إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ فَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ قُلُوبُهُمْ مُنْكِرَةٌ وَهُمْ مُسْتَكْبِرُونَ

    თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია. მაგრამ ჯერ კიდევ, რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, გულები მათი უარმყოფელია და ეგენი არიან ქედმაღალნი.

    16:22
  2. لَا جَرَمَ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْتَكْبِرِينَ

    უსათუოდ, ალლაჰი უწყის, რას მალავენ და რას აცხადებენ ეგენი. უეჭველად, მას არ უყვარს მედიდურნი!

    16:23
  3. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ مَاذَا أَنْزَلَ رَبُّكُمْ ۙ قَالُوا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    და როცა ეკითხებიან მათ: „რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?“ პასუხობენ: „ზღაპრებია უწინდელი!“

    16:24
  4. لِيَحْمِلُوا أَوْزَارَهُمْ كَامِلَةً يَوْمَ الْقِيَامَةِ ۙ وَمِنْ أَوْزَارِ الَّذِينَ يُضِلُّونَهُمْ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَزِرُونَ

    რათა იტვირთონ სრულად თავიანთი ტვირთნი აღდგომის დღეს და ტვირთნი მათნი, რომელნიც მათ აცდუნეს უვიცობით, დიახაც, რომ საზარელია რასაც იტვირთავენ ეგენი!

    16:25

თარგმანი: რეზო მიქელაძე