სურა 16 ნაჰლი, აიათი 10 – 21
-
هُوَ الَّذِي أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً ۖ لَكُمْ مِنْهُ شَرَابٌ وَمِنْهُ شَجَرٌ فِيهِ تُسِيمُونَ
იგია, რომელმაც მოავლინა ზეციდან წყალი თქვენთვის. მასშია სასმელი, და მასშია ხე, და იქ მოაძოვებთ.
16:10 -
يُنْبِتُ لَكُمْ بِهِ الزَّرْعَ وَالزَّيْتُونَ وَالنَّخِيلَ وَالْأَعْنَابَ وَمِنْ كُلِّ الثَّمَرَاتِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ
იგი ამ წყლით თქვენ მარცვლეულს, ზეთის ხილს, ხურმას, ვაზს და ყოველგვარ ნაყოფს აღმოგიცენებთ. უეჭველად, ამაში სასწაულია გონიერ ხალხთათვის.
16:11 -
وَسَخَّرَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ وَالنُّجُومُ مُسَخَّرَاتٌ بِأَمْرِهِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ღამე და დღე, მზე და მთვარე. ვარსკვლავებიც მისი ნებით თქვენს განკარგულებაში არიან. უეჭველად, ამაში სასწაულია გონიერ ხალხთათვის.
16:12 -
وَمَا ذَرَأَ لَكُمْ فِي الْأَرْضِ مُخْتَلِفًا أَلْوَانُهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَذَّكَّرُونَ
და რა არ გააჩინა თქვენთვის დედამიწაზე სხვადასხვა ფერებით. უეჭველად, ამაში სასწაულია ხალხთათვის, გულისხმაჰყონ რომელთაც.
16:13 -
وَهُوَ الَّذِي سَخَّرَ الْبَحْرَ لِتَأْكُلُوا مِنْهُ لَحْمًا طَرِيًّا وَتَسْتَخْرِجُوا مِنْهُ حِلْيَةً تَلْبَسُونَهَا وَتَرَى الْفُلْكَ مَوَاخِرَ فِيهِ وَلِتَبْتَغُوا مِنْ فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და იგია, რომელმაც თქვენს განკარგულებაში მოგცათ ზღვა, რათა მიირთვათ მისგან ქორფა ხორცი და მოირეწოთ სამკაული, რომელსაც იკეთებთ თქვენ. შენ ხედავ გემებს, რომლებიც კვეთენ მას, რათა თქვენ ეძიოთ მისი სიკეთე. და ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
16:14 -
وَأَلْقَىٰ فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَنْ تَمِيدَ بِكُمْ وَأَنْهَارًا وَسُبُلًا لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
და დაადგინა მიწაზე ურყევი მთები, რათა არ შერყეულიყავით თქვენ, და მდინარეები და გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ!
16:15 -
وَعَلَامَاتٍ ۚ وَبِالنَّجْمِ هُمْ يَهْتَدُونَ
და ნიშნები, და ვარსკვლავებით ისინი დაადგებიან სწორ გზას.
16:16 -
أَفَمَنْ يَخْلُقُ كَمَنْ لَا يَخْلُقُ ۗ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
განა ის, ვისაც გაჩენა შეუძლია, ჰგავს იმას, ვისაც გაჩენა არ შეუძლია? ნუთუ აღარ უნდა გულისხმაჰყოთ თქვენ?
16:17 -
وَإِنْ تَعُدُّوا نِعْمَةَ اللَّهِ لَا تُحْصُوهَا ۗ إِنَّ اللَّهَ لَغَفُورٌ رَحِيمٌ
და თუ ალლაჰის მოწყალებათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
16:18 -
وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ
და ალლაჰი უწყის, რას მალავთ თქვენ და რას აცხადებთ თქვენ.
16:19 -
وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَا يَخْلُقُونَ شَيْئًا وَهُمْ يُخْلَقُونَ
და რომელთაც უხმობენ ალლაჰის ნაცვლად, ვერაფერს გააჩენენ ეგენი, რამეთუ თავად გაჩენილნი არიან.
16:20 -
أَمْوَاتٌ غَيْرُ أَحْيَاءٍ ۖ وَمَا يَشْعُرُونَ أَيَّانَ يُبْعَثُونَ
ისინი მკვდრები არიან და არა ცოცხალნი, და არ იციან მათ, როდის იქნებიან აღდგენილნი.
16:21
თარგმანი: რეზო მიქელაძე