სურა 16 ნაჰლი, აიათი 1 – 7

  1. أَتَىٰ أَمْرُ اللَّهِ فَلَا تَسْتَعْجِلُوهُ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    მოვიდა ალლაჰისა ბრძანება. მაშ, ნუ ეცდებით მის დაჩქარებას. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

    16:1
  2. يُنَزِّلُ الْمَلَائِكَةَ بِالرُّوحِ مِنْ أَمْرِهِ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ أَنْ أَنْذِرُوا أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاتَّقُونِ

    გარდმოავლენს იგი თავისი ბრძანებით ანგელოზს სულით, ინებებს ვისზეც თავის მსახურთაგან, რათა შეაგონონ: რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე ჩემი. მაშ, მოკრძალებულნი იყავით ჩემს წინაშე.

    16:2
  3. خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۚ تَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ

    მან გააჩინა ჭეშმარიტებით ცანი და მიწა. და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!

    16:3
  4. خَلَقَ الْإِنْسَانَ مِنْ نُطْفَةٍ فَإِذَا هُوَ خَصِيمٌ مُبِينٌ

    მან გააჩინა ადამიანი ერთი წვეთიდან, ამისდა მიუხედავად, იგი აშკარა მეტოქედ გარდაექცა.

    16:4
  5. وَالْأَنْعَامَ خَلَقَهَا ۗ لَكُمْ فِيهَا دِفْءٌ وَمَنَافِعُ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ

    და ცხოველებიც გააჩინა თქვენთვის, მათშია სითბო და სარგებელი, და თანაც მიირთმევთ მათგან.

    16:5
  6. وَلَكُمْ فِيهَا جَمَالٌ حِينَ تُرِيحُونَ وَحِينَ تَسْرَحُونَ

    და თქვენთვისაა შვება მათში, როცა საღამოს მოერეკებით და როცა უშვებთ დილით.

    16:6
  7. وَتَحْمِلُ أَثْقَالَكُمْ إِلَىٰ بَلَدٍ لَمْ تَكُونُوا بَالِغِيهِ إِلَّا بِشِقِّ الْأَنْفُسِ ۚ إِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌ رَحِيمٌ

    და გადაგაქვთ ტვირთი მხარეებში, სადაც დიდი გაჭირვებით თუ მიაღწევდით. უეჭველად, ღმერთი თქვენი შემბრალებელია, მწყალობელია!

    16:7

თარგმანი: რეზო მიქელაძე