სურა 15 ჰიჯრი, აიათი 80 – 84

  1. وَلَقَدْ كَذَّبَ أَصْحَابُ الْحِجْرِ الْمُرْسَلِينَ

    ვფიცავ, რომ ჰიჯრის მკვიდრთაც ცრუდ შერაცხეს შუამავალნი!

    15:80
  2. وَآتَيْنَاهُمْ آيَاتِنَا فَكَانُوا عَنْهَا مُعْرِضِينَ

    და მათ ჩვენ ვუბოძეთ ჩვენი სასწაულნი, მაგრამ მათ მისგან სახე იბრუნეს.

    15:81
  3. وَكَانُوا يَنْحِتُونَ مِنَ الْجِبَالِ بُيُوتًا آمِنِينَ

    და კვეთავდნენ მთებში უსაფრთხო სახლებს.

    15:82
  4. فَأَخَذَتْهُمُ الصَّيْحَةُ مُصْبِحِينَ

    ამგვარად, შეიპყრო ეგენი განთიადისას საშინელმა ხმამ.

    15:83
  5. فَمَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ.

    15:84

თარგმანი: რეზო მიქელაძე