სურა 15 ჰიჯრი, აიათი 45 – 60

  1. إِنَّ الْمُتَّقِينَ فِي جَنَّاتٍ وَعُيُونٍ

    ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან.

    15:45
  2. ادْخُلُوهَا بِسَلَامٍ آمِنِينَ

    შედით იქ მშვიდობით, უსაფრთხოებაში!

    15:46
  3. وَنَزَعْنَا مَا فِي صُدُورِهِمْ مِنْ غِلٍّ إِخْوَانًا عَلَىٰ سُرُرٍ مُتَقَابِلِينَ

    და ჩვენ ამოვხადეთ მათ გულებიდან, რაც რამ სიძულვილი ჰქონდათ და როგორც ძმანი, ერთმანეთის პირისპირ წამოწვებიან სარეცელებზე.

    15:47
  4. لَا يَمَسُّهُمْ فِيهَا نَصَبٌ وَمَا هُمْ مِنْهَا بِمُخْرَجِينَ

    არ იგრძნობენ ისინი იქ დაღლას და არ იქნებიან იქიდან გამოძევებულნი!

    15:48
  5. نَبِّئْ عِبَادِي أَنِّي أَنَا الْغَفُورُ الرَّحِيمُ

    ამცნე ჩემს მსახურთ, უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!

    15:49
  6. وَأَنَّ عَذَابِي هُوَ الْعَذَابُ الْأَلِيمُ

    და, უეჭველად, ჩემი სასჯელი მწარე სასჯელია!

    15:50
  7. وَنَبِّئْهُمْ عَنْ ضَيْفِ إِبْرَاهِيمَ

    და უამბე მათ იბრაჰიმის სტუმრების შესახებ.

    15:51
  8. إِذْ دَخَلُوا عَلَيْهِ فَقَالُوا سَلَامًا قَالَ إِنَّا مِنْكُمْ وَجِلُونَ

    აკი, შევიდნენ მასთან და უთხრეს: „მშიდობა შენდა!“ უთხრა: „უეჭველად, ჩვენ თქვენგან გვეშინია!“

    15:52
  9. قَالُوا لَا تَوْجَلْ إِنَّا نُبَشِّرُكَ بِغُلَامٍ عَلِيمٍ

    მიუგეს: „ნუ გეშინიათ! უეჭველად, ჩვენ გახარებთ შენ გონიერ ძეს.“

    15:53
  10. قَالَ أَبَشَّرْتُمُونِي عَلَىٰ أَنْ مَسَّنِيَ الْكِبَرُ فَبِمَ تُبَشِّرُونَ

    უთხრა: ნუთუ თქვენ მახარებთ მე მაშინ, როცა სიბერე მეწია? მაშ, რას მახარებთ თქვენ?

    15:54
  11. قَالُوا بَشَّرْنَاكَ بِالْحَقِّ فَلَا تَكُنْ مِنَ الْقَانِطِينَ

    მიუგეს: „შენ გახარეთ ჭეშმარიტებით და ნუ იქნები იმედგადაწურულთაგანი!“

    15:55
  12. قَالَ وَمَنْ يَقْنَطُ مِنْ رَحْمَةِ رَبِّهِ إِلَّا الضَّالُّونَ

    უთხრა: „და ვინ დაკარგავს თავისი ღმერთის წყალობის იმედს, თუ არა გზააბნეულნი.“

    15:56
  13. قَالَ فَمَا خَطْبُكُمْ أَيُّهَا الْمُرْسَلُونَ

    უთხრა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“

    15:57
  14. قَالُوا إِنَّا أُرْسِلْنَا إِلَىٰ قَوْمٍ مُجْرِمِينَ

    მიუგეს: „უეჭველად, ჩვენ ცოდვილ ხალხთან ვართ წარმოგზავნილნი.

    15:58
  15. إِلَّا آلَ لُوطٍ إِنَّا لَمُنَجُّوهُمْ أَجْمَعِينَ

    გარდა ლუტის ოჯახის, უეჭველად, ჩვენ გადავარჩენთ მათ ყველას,

    15:59
  16. إِلَّا امْرَأَتَهُ قَدَّرْنَا ۙ إِنَّهَا لَمِنَ الْغَابِرِينَ

    გარდა მისი ცოლისა. ჩვენ აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ, უეჭველად, იგი ჩამორჩენილთაგანი ყოფილიყო.

    15:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე