სურა 15 ჰიჯრი, აიათი 31 – 43
-
إِلَّا إِبْلِيسَ أَبَىٰ أَنْ يَكُونَ مَعَ السَّاجِدِينَ
გარდა იბლისისა, უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.
15:31 -
قَالَ يَا إِبْلِيسُ مَا لَكَ أَلَّا تَكُونَ مَعَ السَّاجِدِينَ
უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ, რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“
15:32 -
قَالَ لَمْ أَكُنْ لِأَسْجُدَ لِبَشَرٍ خَلَقْتَهُ مِنْ صَلْصَالٍ مِنْ حَمَإٍ مَسْنُونٍ
მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“
15:33 -
قَالَ فَاخْرُجْ مِنْهَا فَإِنَّكَ رَجِيمٌ
უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“
15:34 -
وَإِنَّ عَلَيْكَ اللَّعْنَةَ إِلَىٰ يَوْمِ الدِّينِ
და, უეჭველად, წყევლა შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა!
15:35 -
قَالَ رَبِّ فَأَنْظِرْنِي إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ
უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“
15:36 -
قَالَ فَإِنَّكَ مِنَ الْمُنْظَرِينَ
უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,
15:37 -
إِلَىٰ يَوْمِ الْوَقْتِ الْمَعْلُومِ
იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“
15:38 -
قَالَ رَبِّ بِمَا أَغْوَيْتَنِي لَأُزَيِّنَنَّ لَهُمْ فِي الْأَرْضِ وَلَأُغْوِيَنَّهُمْ أَجْمَعِينَ
უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმისთვის რომ მაცდუნე, უთუოდ შევალამაზებ მათთვის დედამიწას და უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,
15:39 -
إِلَّا عِبَادَكَ مِنْهُمُ الْمُخْلَصِينَ
გარდა შენი მსახურნისა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“
15:40 -
قَالَ هَٰذَا صِرَاطٌ عَلَيَّ مُسْتَقِيمٌ
უთხრა: „ესაა გზა, ჭეშმარიტად, მომართული ჩემსკენ.
15:41 -
إِنَّ عِبَادِي لَيْسَ لَكَ عَلَيْهِمْ سُلْطَانٌ إِلَّا مَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْغَاوِينَ
უეჭველად, შენ არ შეგწევს მეუფება ჩემს მსახურებზე, გარდა ზღვარგადასულნისა, ვინც გამოგყვება შენ!“
15:42 -
وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمَوْعِدُهُمْ أَجْمَعِينَ
და, უეჭველად, ჯოჯოხეთი აღთქმული ადგილია ყოველივე მათგანისთვის.
15:43
თარგმანი: რეზო მიქელაძე