სურა 15 ჰიჯრი, აიათი 26 – 44

  1. وَلَقَدْ خَلَقْنَا الْإِنْسَانَ مِنْ صَلْصَالٍ مِنْ حَمَإٍ مَسْنُونٍ

    და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!

    15:26
  2. وَالْجَانَّ خَلَقْنَاهُ مِنْ قَبْلُ مِنْ نَارِ السَّمُومِ

    და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!

    15:27
  3. وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَائِكَةِ إِنِّي خَالِقٌ بَشَرًا مِنْ صَلْصَالٍ مِنْ حَمَإٍ مَسْنُونٍ

    და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“

    15:28
  4. فَإِذَا سَوَّيْتُهُ وَنَفَخْتُ فِيهِ مِنْ رُوحِي فَقَعُوا لَهُ سَاجِدِينَ

    და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!

    15:29
  5. فَسَجَدَ الْمَلَائِكَةُ كُلُّهُمْ أَجْمَعُونَ

    ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.

    15:30
  6. إِلَّا إِبْلِيسَ أَبَىٰ أَنْ يَكُونَ مَعَ السَّاجِدِينَ

    გარდა იბლისისა, უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.

    15:31
  7. قَالَ يَا إِبْلِيسُ مَا لَكَ أَلَّا تَكُونَ مَعَ السَّاجِدِينَ

    უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ, რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“

    15:32
  8. قَالَ لَمْ أَكُنْ لِأَسْجُدَ لِبَشَرٍ خَلَقْتَهُ مِنْ صَلْصَالٍ مِنْ حَمَإٍ مَسْنُونٍ

    მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“

    15:33
  9. قَالَ فَاخْرُجْ مِنْهَا فَإِنَّكَ رَجِيمٌ

    უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“

    15:34
  10. وَإِنَّ عَلَيْكَ اللَّعْنَةَ إِلَىٰ يَوْمِ الدِّينِ

    და, უეჭველად, წყევლა შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა!

    15:35
  11. قَالَ رَبِّ فَأَنْظِرْنِي إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ

    უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“

    15:36
  12. قَالَ فَإِنَّكَ مِنَ الْمُنْظَرِينَ

    უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,

    15:37
  13. إِلَىٰ يَوْمِ الْوَقْتِ الْمَعْلُومِ

    იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“

    15:38
  14. قَالَ رَبِّ بِمَا أَغْوَيْتَنِي لَأُزَيِّنَنَّ لَهُمْ فِي الْأَرْضِ وَلَأُغْوِيَنَّهُمْ أَجْمَعِينَ

    უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმისთვის რომ მაცდუნე, უთუოდ შევალამაზებ მათთვის დედამიწას და უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,

    15:39
  15. إِلَّا عِبَادَكَ مِنْهُمُ الْمُخْلَصِينَ

    გარდა შენი მსახურნისა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“

    15:40
  16. قَالَ هَٰذَا صِرَاطٌ عَلَيَّ مُسْتَقِيمٌ

    უთხრა: „ესაა გზა, ჭეშმარიტად, მომართული ჩემსკენ.

    15:41
  17. إِنَّ عِبَادِي لَيْسَ لَكَ عَلَيْهِمْ سُلْطَانٌ إِلَّا مَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْغَاوِينَ

    უეჭველად, შენ არ შეგწევს მეუფება ჩემს მსახურებზე, გარდა ზღვარგადასულნისა, ვინც გამოგყვება შენ!“

    15:42
  18. وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمَوْعِدُهُمْ أَجْمَعِينَ

    და, უეჭველად, ჯოჯოხეთი აღთქმული ადგილია ყოველივე მათგანისთვის.

    15:43
  19. لَهَا سَبْعَةُ أَبْوَابٍ لِكُلِّ بَابٍ مِنْهُمْ جُزْءٌ مَقْسُومٌ

    მას აქვს შვიდი კარი. და თითოეული კარისთვის მათგან განსაზღვრული ჯგუფია.

    15:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე