სურა 15 ჰიჯრი, აიათი 16 – 25

  1. وَلَقَدْ جَعَلْنَا فِي السَّمَاءِ بُرُوجًا وَزَيَّنَّاهَا لِلنَّاظِرِينَ

    და ვფიცავ, ორბიტები დავადგინეთ ზეცაში და ჩვენ შევამკეთ იგი შემხედვართათვის!

    15:16
  2. وَحَفِظْنَاهَا مِنْ كُلِّ شَيْطَانٍ رَجِيمٍ

    და ჩვენ დავიცავით იგი, ყოველი ჩაქოლილი ეშმაკისგან!

    15:17
  3. إِلَّا مَنِ اسْتَرَقَ السَّمْعَ فَأَتْبَعَهُ شِهَابٌ مُبِينٌ

    თუმცა ვინც შეპარვით მიაყურადებს, მაშინ დაედევნება მას ცეცხლის მასა ხილული!

    15:18
  4. وَالْأَرْضَ مَدَدْنَاهَا وَأَلْقَيْنَا فِيهَا رَوَاسِيَ وَأَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ شَيْءٍ مَوْزُونٍ

    და ჩვენ განვავრცეთ იგი დედამიწა, დავდეთ მასზე ურყევი მთები, და აღმოვაცენეთ მასზე ყოველივე თანაზომიერად!

    15:19
  5. وَجَعَلْنَا لَكُمْ فِيهَا مَعَايِشَ وَمَنْ لَسْتُمْ لَهُ بِرَازِقِينَ

    და ჩვენ დავადგინეთ იქ საარსებო თქვენთვის და იმისთვის, ვისაც თქვენ არ კვებავთ!

    15:20
  6. وَإِنْ مِنْ شَيْءٍ إِلَّا عِنْدَنَا خَزَائِنُهُ وَمَا نُنَزِّلُهُ إِلَّا بِقَدَرٍ مَعْلُومٍ

    არაფერი არსებობს, რომ არ იყოს ჩვენთან მისი საცავნი, და არ გარდმოვავლენთ მას, თუ არა განსაზღვრული რაოდენობით.

    15:21
  7. وَأَرْسَلْنَا الرِّيَاحَ لَوَاقِحَ فَأَنْزَلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَسْقَيْنَاكُمُوهُ وَمَا أَنْتُمْ لَهُ بِخَازِنِينَ

    და ჩვენ წარმოვგზავნეთ ქარები დატვირთული. ამგვარად ზეციდან ზეგარდმოვავლინეთ წყალი და ჩვენ დაგარწყულეთ ამით, და ვერ შეძლებთ მის საცავეებში დაგუბებას!

    15:22
  8. وَإِنَّا لَنَحْنُ نُحْيِي وَنُمِيتُ وَنَحْنُ الْوَارِثُونَ

    და, უეჭველად, ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და ჩვენ ვაკვდინებთ, და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგრვჩება!

    15:23
  9. وَلَقَدْ عَلِمْنَا الْمُسْتَقْدِمِينَ مِنْكُمْ وَلَقَدْ عَلِمْنَا الْمُسْتَأْخِرِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც თქვენ უწინ იყვნენ. და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც იქნებიან შემდგომ!

    15:24
  10. وَإِنَّ رَبَّكَ هُوَ يَحْشُرُهُمْ ۚ إِنَّهُ حَكِيمٌ عَلِيمٌ

    და უეჭველად, იგი, ღმერთი შენი შეკრებს მათ. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!

    15:25

თარგმანი: რეზო მიქელაძე