სურა 14 იბრაჰიმი
-
رَبَّنَا اغْفِرْ لِي وَلِوَالِدَيَّ وَلِلْمُؤْمِنِينَ يَوْمَ يَقُومُ الْحِسَابُ
ღმერთო ჩვენო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და მორწმუნეებს იმ დღეს, როცა შედგება ანგარიშგება!
14:41 -
وَلَا تَحْسَبَنَّ اللَّهَ غَافِلًا عَمَّا يَعْمَلُ الظَّالِمُونَ ۚ إِنَّمَا يُؤَخِّرُهُمْ لِيَوْمٍ تَشْخَصُ فِيهِ الْأَبْصَارُ
არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ. მხოლოდ უვადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიშით თვალები გაუცეცდებათ.
14:42 -
مُهْطِعِينَ مُقْنِعِي رُءُوسِهِمْ لَا يَرْتَدُّ إِلَيْهِمْ طَرْفُهُمْ ۖ وَأَفْئِدَتُهُمْ هَوَاءٌ
(იმ დღეს) თავაღერილი ირბენენ. თვალთახედვა არ დაუბრუნდებათ და გულნიც ცარიელია მათი.
14:43 -
وَأَنْذِرِ النَّاسَ يَوْمَ يَأْتِيهِمُ الْعَذَابُ فَيَقُولُ الَّذِينَ ظَلَمُوا رَبَّنَا أَخِّرْنَا إِلَىٰ أَجَلٍ قَرِيبٍ نُجِبْ دَعْوَتَكَ وَنَتَّبِعِ الرُّسُلَ ۗ أَوَلَمْ تَكُونُوا أَقْسَمْتُمْ مِنْ قَبْلُ مَا لَكُمْ مِنْ زَوَالٍ
და შეაგონე ადამიანები იმ დღით, როცა მათ ეწევათ სასჯელი. მაშინ იტყვიან, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს: „ღმერთო ჩვენო! გადაგვივადე ჩვენ მცირე ხნით. შევისმენთ შენს მოწოდებას და გავყვებით შუამავალთ.“ ნუთუ თქვენ არ იყავით, იფიცებდით წინათ ჩვენი აღსასრული არ იქნებაო?
14:44 -
وَسَكَنْتُمْ فِي مَسَاكِنِ الَّذِينَ ظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ وَتَبَيَّنَ لَكُمْ كَيْفَ فَعَلْنَا بِهِمْ وَضَرَبْنَا لَكُمُ الْأَمْثَالَ
და თქვენ დამკვიდრდით იმათ სახლ-კარნში, რომელნიც იყვნენ უსამართლონი საკუთარი თავისადმი. და განგიმარტეთ თქვენ, როგორ მოვექეცით მათ, და მოგივლინეთ იგავები.
14:45 -
وَقَدْ مَكَرُوا مَكْرَهُمْ وَعِنْدَ اللَّهِ مَكْرُهُمْ وَإِنْ كَانَ مَكْرُهُمْ لِتَزُولَ مِنْهُ الْجِبَالُ
მახე დაუგეს, მაგრამ ალლაჰის წინაშეა მათი მზაკვრობა, თუნდაც მათმა მზაკვრობამ მოჰგავოს მთები.
14:46 -
فَلَا تَحْسَبَنَّ اللَّهَ مُخْلِفَ وَعْدِهِ رُسُلَهُ ۗ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ ذُو انْتِقَامٍ
და არ გეგონოს ალლაჰი არ შეასრულებს აღთქმას, რომელიც თავის შუამავალთ აღუთქვა. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, მკაცრსასჯელიანია!
14:47 -
يَوْمَ تُبَدَّلُ الْأَرْضُ غَيْرَ الْأَرْضِ وَالسَّمَاوَاتُ ۖ وَبَرَزُوا لِلَّهِ الْوَاحِدِ الْقَهَّارِ
იმ დღეს, როცა მიწა და ცანი შეიცვლება სხვა მიწითა და ცანით და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე, ერთადერთთან, ყოვლისშემძლესთან,
14:48 -
وَتَرَى الْمُجْرِمِينَ يَوْمَئِذٍ مُقَرَّنِينَ فِي الْأَصْفَادِ
იმ დღეს იხილავ შენ ცოდვილებს გადაბმულთ ბორკილებით;
14:49 -
سَرَابِيلُهُمْ مِنْ قَطِرَانٍ وَتَغْشَىٰ وُجُوهَهُمُ النَّارُ
პერანგი მათი კუპრისგანაა და გადაეკვრებათ მათ სახეებს ცეცხლი,
14:50 -
لِيَجْزِيَ اللَّهُ كُلَّ نَفْسٍ مَا كَسَبَتْ ۚ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
რათა მიაგოს ალლაჰმა ყოველ სულს ის, რაც მან მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი სწრაფანგარიშმგებია!
14:51 -
هَٰذَا بَلَاغٌ لِلنَّاسِ وَلِيُنْذَرُوا بِهِ وَلِيَعْلَمُوا أَنَّمَا هُوَ إِلَٰهٌ وَاحِدٌ وَلِيَذَّكَّرَ أُولُو الْأَلْبَابِ
ეს არის ცხადი ცნობარი ადამიანთათვის, რომ შეაგონონ ამით და იცოდნენ, რომ მხოლოდ იგია ერთადერთი ღვთაება და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა ჭკუასაკითხთა!
14:52
თარგმანი: რეზო მიქელაძე