სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 7 – 12
-
وَإِذْ تَأَذَّنَ رَبُّكُمْ لَئِنْ شَكَرْتُمْ لَأَزِيدَنَّكُمْ ۖ وَلَئِنْ كَفَرْتُمْ إِنَّ عَذَابِي لَشَدِيدٌ
და აკი, გაუწყათ ღმერთმა თქვენ: „თუ ნამდვილად მადლიერნი იქნებით, უთუოდ, წყალობას გიმრავლებთ და თუ უმადურნი იქნებით, უეჭველად, სასჯელი ჩემი საშინელია!“
14:7 -
وَقَالَ مُوسَىٰ إِنْ تَكْفُرُوا أَنْتُمْ وَمَنْ فِي الْأَرْضِ جَمِيعًا فَإِنَّ اللَّهَ لَغَنِيٌّ حَمِيدٌ
და უთხრა მუსამ: „რომც უარყოთ თქვენ და ყველამ, ვინცაა დედამიწაზე, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!“
14:8 -
أَلَمْ يَأْتِكُمْ نَبَأُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ قَوْمِ نُوحٍ وَعَادٍ وَثَمُودَ ۛ وَالَّذِينَ مِنْ بَعْدِهِمْ ۛ لَا يَعْلَمُهُمْ إِلَّا اللَّهُ ۚ جَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَرَدُّوا أَيْدِيَهُمْ فِي أَفْوَاهِهِمْ وَقَالُوا إِنَّا كَفَرْنَا بِمَا أُرْسِلْتُمْ بِهِ وَإِنَّا لَفِي شَكٍّ مِمَّا تَدْعُونَنَا إِلَيْهِ مُرِيبٍ
განა არ მოსულა თქვენთან ამბავი მათი, რომელნიც თქვენს უწინ იყვნენ: ნუჰის ხალხი და ადიელები და სემუდელები და რომელნიც მათ შემდგომ იყვნენ? არავინ იცის მათზე, გარდა ალლაჰისა. მივიდნენ მათთან მათივე წიაღიდან შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ მათ ხელები გაიშვირეს მათი სახისკენ და უთხრეს: „უეჭველად, უარვყავით ჩვენ ის, რითაც თქვენ ხართ წარმოგზავნილნი და უეჭველად, ჩვენ ღრმა ეჭვში ვიმყოფებით, რისკენაც მოგვიწოდებთ!“
14:9 -
قَالَتْ رُسُلُهُمْ أَفِي اللَّهِ شَكٌّ فَاطِرِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ يَدْعُوكُمْ لِيَغْفِرَ لَكُمْ مِنْ ذُنُوبِكُمْ وَيُؤَخِّرَكُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۚ قَالُوا إِنْ أَنْتُمْ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُنَا تُرِيدُونَ أَنْ تَصُدُّونَا عَمَّا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُنَا فَأْتُونَا بِسُلْطَانٍ مُبِينٍ
მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ ალლაჰში? გიხმობს თქვენ, რათა მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე.“ უპასუხეს: „თქვენ მხოლოდ ადამიანები ხართ ჩვენნაირი. თქვენი წადილია, რომ ჩამოგვაცილოთ იმას, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემდნენ. მაშ, წარმოგვიდგინეთ ჩვენ ცხადი მტკიცებანი!“
14:10 -
قَالَتْ لَهُمْ رُسُلُهُمْ إِنْ نَحْنُ إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ يَمُنُّ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۖ وَمَا كَانَ لَنَا أَنْ نَأْتِيَكُمْ بِسُلْطَانٍ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ
უთხრეს მათ შუამავლებმა მათმა: „ჩვენ მხოლოდ თქვენისთანა ადამიანები ვართ, მაგრამ ალლაჰი უბოძებს წყალობას თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. და ჩვენ არ ძალგვიძს, წარმოგიდგინოთ მტკიცებანი, თუ არ იქნება ალლაჰის ნება. მაშ, მორწმუნენი ალლაჰს სასოებდნენ!
14:11 -
وَمَا لَنَا أَلَّا نَتَوَكَّلَ عَلَى اللَّهِ وَقَدْ هَدَانَا سُبُلَنَا ۚ وَلَنَصْبِرَنَّ عَلَىٰ مَا آذَيْتُمُونَا ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُتَوَكِّلُونَ
და რად არ უნდა ვსასოებდეთ ალლაჰს, მან ხომ ჩვენ ჭეშმარიტი გზები გვიჩვენა? ჩვენ უთუოდ მოვითმენთ თქვენგან ყოველგვარ შეურაცხყოფას. მაშ, მსასოებელნი ალლაჰს უნდა სასოებდნენ!“
14:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე