სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 38 – 41
-
رَبَّنَا إِنَّكَ تَعْلَمُ مَا نُخْفِي وَمَا نُعْلِنُ ۗ وَمَا يَخْفَىٰ عَلَى اللَّهِ مِنْ شَيْءٍ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي السَّمَاءِ
ღმერთო ჩვენო! უეჭველად, უწყი შენ, რას ვმალავთ და რას ვაცხადებთ. ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა, არც ქვეყანასა ზედა.
14:38 -
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي وَهَبَ لِي عَلَى الْكِبَرِ إِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ ۚ إِنَّ رَبِّي لَسَمِيعُ الدُّعَاءِ
ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მე მაჩუქა სიბერეში ისმაილი და ისჰაყი. უეჭველად, ღმერთი ჩემი ვედრების შემსმენია!
14:39 -
رَبِّ اجْعَلْنِي مُقِيمَ الصَّلَاةِ وَمِنْ ذُرِّيَّتِي ۚ رَبَّنَا وَتَقَبَّلْ دُعَاءِ
ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!
14:40 -
رَبَّنَا اغْفِرْ لِي وَلِوَالِدَيَّ وَلِلْمُؤْمِنِينَ يَوْمَ يَقُومُ الْحِسَابُ
ღმერთო ჩვენო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და მორწმუნეებს იმ დღეს, როცა შედგება ანგარიშგება!
14:41
თარგმანი: რეზო მიქელაძე