სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 35 – 39
-
وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ رَبِّ اجْعَلْ هَٰذَا الْبَلَدَ آمِنًا وَاجْنُبْنِي وَبَنِيَّ أَنْ نَعْبُدَ الْأَصْنَامَ
და აკი, შესთხოვა იბრაჰიმმა: „ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს ქალაქი უსაფრთხოდ და დამიფარე მე და ჩემი შვილები, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს!
14:35 -
رَبِّ إِنَّهُنَّ أَضْلَلْنَ كَثِيرًا مِنَ النَّاسِ ۖ فَمَنْ تَبِعَنِي فَإِنَّهُ مِنِّي ۖ وَمَنْ عَصَانِي فَإِنَّكَ غَفُورٌ رَحِيمٌ
ღმერთო ჩემო! უეჭველად, მრავალი ადამიანი აცდუნეს მათ. აწ, ვინც მე გამომყვება, უეჭველად, იგი ჩემიანია. ხოლო ვინც მე მეურჩება, მაშინ უეჭველად, შენა ხარ შემნდობი, მწყალობელი.
14:36 -
رَبَّنَا إِنِّي أَسْكَنْتُ مِنْ ذُرِّيَّتِي بِوَادٍ غَيْرِ ذِي زَرْعٍ عِنْدَ بَيْتِكَ الْمُحَرَّمِ رَبَّنَا لِيُقِيمُوا الصَّلَاةَ فَاجْعَلْ أَفْئِدَةً مِنَ النَّاسِ تَهْوِي إِلَيْهِمْ وَارْزُقْهُمْ مِنَ الثَّمَرَاتِ لَعَلَّهُمْ يَشْكُرُونَ
ღმერთო ჩვენო! უეჭველად, მე დავასახლე ნაწილი ჩემი შთამომავლებისა უნაყოფო ხეობაში, შენი წმინდა სახლის მახლობლად, რათა ლოცვა აღავლინონ. ზოგი ადამიანის გულში გააღვივე მათდამი კეთილგანწყობა, და ნაყოფთაგან უწყალობე სარჩო, ეგების შეიქმნან მადლიერნი!
14:37 -
رَبَّنَا إِنَّكَ تَعْلَمُ مَا نُخْفِي وَمَا نُعْلِنُ ۗ وَمَا يَخْفَىٰ عَلَى اللَّهِ مِنْ شَيْءٍ فِي الْأَرْضِ وَلَا فِي السَّمَاءِ
ღმერთო ჩვენო! უეჭველად, უწყი შენ, რას ვმალავთ და რას ვაცხადებთ. ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა, არც ქვეყანასა ზედა.
14:38 -
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي وَهَبَ لِي عَلَى الْكِبَرِ إِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ ۚ إِنَّ رَبِّي لَسَمِيعُ الدُّعَاءِ
ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მე მაჩუქა სიბერეში ისმაილი და ისჰაყი. უეჭველად, ღმერთი ჩემი ვედრების შემსმენია!
14:39
თარგმანი: რეზო მიქელაძე