სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 28 – 34

  1. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ بَدَّلُوا نِعْمَتَ اللَّهِ كُفْرًا وَأَحَلُّوا قَوْمَهُمْ دَارَ الْبَوَارِ

    განა არ გინახავს ისინი, რომელთაც ალლაჰის სიკეთე უმადურობაზე გაცვალეს და თავიანთი ხალხი დასაღუპავ სამკვიდროში წაიყვანეს,

    14:28
  2. جَهَنَّمَ يَصْلَوْنَهَا ۖ وَبِئْسَ الْقَرَارُ

    ჯოჯოხეთში, სადაც შენთებული იქნებიან. და რა საზარელი სამყოფელია!

    14:29
  3. وَجَعَلُوا لِلَّهِ أَنْدَادًا لِيُضِلُّوا عَنْ سَبِيلِهِ ۗ قُلْ تَمَتَّعُوا فَإِنَّ مَصِيرَكُمْ إِلَى النَّارِ

    და დაუდგინეს ალლაჰს თანამოზიარენი, რათა აეცდინათ ხალხი მისი გზიდან. უთხარი: „დატკბით ერთხანს, უეჭველად, თქვენი მისაქციელი ცეცხლშია!“

    14:30
  4. قُلْ لِعِبَادِيَ الَّذِينَ آمَنُوا يُقِيمُوا الصَّلَاةَ وَيُنْفِقُوا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ سِرًّا وَعَلَانِيَةً مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَ يَوْمٌ لَا بَيْعٌ فِيهِ وَلَا خِلَالٌ

    უთხარი ჩემს მსახურთ, რომელთაც ირწმუნეს, აღავლინონ ლოცვა და გაიღონ მოწყალება იქიდან, რაც მათ მივმადლეთ, ფარულად თუ აშკარად, სანამ დადგებოდეს დღე, რომელშიც არც აღებ-მიცემა, და არც ამხანაგობა იქნება.

    14:31
  5. اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَأَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجَ بِهِ مِنَ الثَّمَرَاتِ رِزْقًا لَكُمْ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ الْفُلْكَ لِتَجْرِيَ فِي الْبَحْرِ بِأَمْرِهِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ الْأَنْهَارَ

    ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, და გარდმოავლინა ციდან წყალი, რომლითაც აღმოაცენა ნაყოფნი სარჩოდ თქვენთვის. და მან თქვენს მბრძანებლობაში გადმოგცათ გემები, რათა გაგეპოთ ზღვები მისი ბრძანებით და დაგიმორჩილათ მდინარეები.

    14:32
  6. وَسَخَّرَ لَكُمُ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ دَائِبَيْنِ ۖ وَسَخَّرَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ

    და დაგიმორჩილათ თქვენ მზე და მთვარე, განუწყვეტლივ მოძრავნი; და დაგიმორჩილათ თქვენ ღამე და დღე.

    14:33
  7. وَآتَاكُمْ مِنْ كُلِّ مَا سَأَلْتُمُوهُ ۚ وَإِنْ تَعُدُّوا نِعْمَتَ اللَّهِ لَا تُحْصُوهَا ۗ إِنَّ الْإِنْسَانَ لَظَلُومٌ كَفَّارٌ

    და გიბოძა თქვენ ყველაფერი, რაც შესთხოვეთ მას. და თუ ალლაჰის წყალობათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. უეჭველად, ადამიანი უსამართლოზე უსამართლო და უმადურია.

    14:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე