სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 22 – 27

  1. وَقَالَ الشَّيْطَانُ لَمَّا قُضِيَ الْأَمْرُ إِنَّ اللَّهَ وَعَدَكُمْ وَعْدَ الْحَقِّ وَوَعَدْتُكُمْ فَأَخْلَفْتُكُمْ ۖ وَمَا كَانَ لِيَ عَلَيْكُمْ مِنْ سُلْطَانٍ إِلَّا أَنْ دَعَوْتُكُمْ فَاسْتَجَبْتُمْ لِي ۖ فَلَا تَلُومُونِي وَلُومُوا أَنْفُسَكُمْ ۖ مَا أَنَا بِمُصْرِخِكُمْ وَمَا أَنْتُمْ بِمُصْرِخِيَّ ۖ إِنِّي كَفَرْتُ بِمَا أَشْرَكْتُمُونِ مِنْ قَبْلُ ۗ إِنَّ الظَّالِمِينَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და თქვა ეშმაკმა, როცა საქმე აღსრულდა: „უეჭველად, ალლაჰმა აღგითქვათ თქვენ ჭეშმარიტი აღთქმა, და მეც შეგპირდი თქვენ, მაგრამ პირობა დავარღვიე. თქვენზე დაძალება არ შემეძლო, მე მხოლოდ მოგიწოდე თქვენ, თქვენ კი დამმორჩილდით. ამიტომ ნუ მისაყვედურებთ. უსაყვედურეთ თქვენს თავს. და მე არა ვარ თქვენი შემწე და თქვენც არა ხართ ჩემი შემწე. უეჭველად, თავიდანვე უარვყავი თქვენს მიერ ჩემი (ალლაჰისადმი) თანამოზიარედ დადგენა. უეჭველად, უსამართლოთათვისაა სასჯელი მწარე!“

    14:22
  2. وَأُدْخِلَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا بِإِذْنِ رَبِّهِمْ ۖ تَحِيَّتُهُمْ فِيهَا سَلَامٌ

    რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, სამოთხეში იქნებიან შეყვანილნი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, და სადაც თავიანთი ღმერთის ნებით სამუდამოდ დამკვიდრდებიან. და იქ მათი ქათინაურ-სალამია: ,,მშვიდობა!“

    14:23
  3. أَلَمْ تَرَ كَيْفَ ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا كَلِمَةً طَيِّبَةً كَشَجَرَةٍ طَيِّبَةٍ أَصْلُهَا ثَابِتٌ وَفَرْعُهَا فِي السَّمَاءِ

    ნუთუ ვერ აღიქვი, როგორ მოჰყავს ალლაჰს იგავად კეთილი სიტყვა? ის კეთილ ხეს ჰგავს, მყარია მისი ფესვები და ზეცაშია აწვდილი ტოტები მისი.

    14:24
  4. تُؤْتِي أُكُلَهَا كُلَّ حِينٍ بِإِذْنِ رَبِّهَا ۗ وَيَضْرِبُ اللَّهُ الْأَمْثَالَ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ

    ნაყოფს იძლევა იგი ყოველ დროს, თავისი ღმერთის ნებით. და მოჰყავს ალლაჰს იგავები ადამიანთათვის, ეგების შეიგონონ!

    14:25
  5. وَمَثَلُ كَلِمَةٍ خَبِيثَةٍ كَشَجَرَةٍ خَبِيثَةٍ اجْتُثَّتْ مِنْ فَوْقِ الْأَرْضِ مَا لَهَا مِنْ قَرَارٍ

    და ავი სიტყვის მდგომარეობა უფესვო ხის მდგომარეობას ჰგავს, რომელიც მიწაზე ეცემა, რადგან საყრდენი არ გააჩნია.

    14:26
  6. يُثَبِّتُ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا بِالْقَوْلِ الثَّابِتِ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَفِي الْآخِرَةِ ۖ وَيُضِلُّ اللَّهُ الظَّالِمِينَ ۚ وَيَفْعَلُ اللَّهُ مَا يَشَاءُ

    ალლაჰი განუმტკიცებს ჭეშმარიტებას, რომელთაც ირწმუნეს მტკიცე სიტყვით ამყვეყნადაც და იმქვეყნადაც. და აცდენს ალლაჰი უსამართლონს. და იქმს ალლაჰი, ინებებს რასაც.

    14:27

თარგმანი: რეზო მიქელაძე