სურა 14 იბრაჰიმი, აიათი 1 – 4

  1. الر ۚ كِتَابٌ أَنْزَلْنَاهُ إِلَيْكَ لِتُخْرِجَ النَّاسَ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ بِإِذْنِ رَبِّهِمْ إِلَىٰ صِرَاطِ الْعَزِيزِ الْحَمِيدِ

    ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომელიც ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე, რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან ნათელში, მათი უფლის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე,

    14:1
  2. اللَّهِ الَّذِي لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَوَيْلٌ لِلْكَافِرِينَ مِنْ عَذَابٍ شَدِيدٍ

    ალლაჰის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვაი, ურწმუნოთ, საშინელი სასჯელის გამო!

    14:2
  3. الَّذِينَ يَسْتَحِبُّونَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا عَلَى الْآخِرَةِ وَيَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًا ۚ أُولَٰئِكَ فِي ضَلَالٍ بَعِيدٍ

    რომელთაც საიქიოზე უფრო მეტად უყვართ მიწიერი ცხოვრება, და აცდუნებენ ალლაჰის გზიდან, და სურთ მისი გამრუდება. სწორედ ეგენი არიან ღრმა ცდომილებაში.

    14:3
  4. وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ رَسُولٍ إِلَّا بِلِسَانِ قَوْمِهِ لِيُبَيِّنَ لَهُمْ ۖ فَيُضِلُّ اللَّهُ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი, თუ არა თავისი ხალხის ენით, რათა განემარტა მათთვის. დიახაც, რომ ალლაჰი ცდომილებაში დატოვებს, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია!

    14:4

თარგმანი: რეზო მიქელაძე