სურა 13 რაღდი, აიათი 32 – 37

  1. وَلَقَدِ اسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِنْ قَبْلِكَ فَأَمْلَيْتُ لِلَّذِينَ كَفَرُوا ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ عِقَابِ

    და ვფიცავ! შენზე უწინაც დასცინოდნენ შუამავალთ, მაშინ გადავუვადე მათ, რომელთაც უარყვეს, მერე შევიპყარით ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?

    13:32
  2. أَفَمَنْ هُوَ قَائِمٌ عَلَىٰ كُلِّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ ۗ وَجَعَلُوا لِلَّهِ شُرَكَاءَ قُلْ سَمُّوهُمْ ۚ أَمْ تُنَبِّئُونَهُ بِمَا لَا يَعْلَمُ فِي الْأَرْضِ أَمْ بِظَاهِرٍ مِنَ الْقَوْلِ ۗ بَلْ زُيِّنَ لِلَّذِينَ كَفَرُوا مَكْرُهُمْ وَصُدُّوا عَنِ السَّبِيلِ ۗ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ هَادٍ

    განა შეიძლება უარყოფა მისი, ვინც ფლობს ყოველივე სულმა რაც მოიხვეჭა? ამის მიუხედავად, მათ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი. უთხარი: არქვით მათ სახელები! ნუთუ მას ამცნობთ, რაც მან არ იცის, თუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვაა?“ ჭეშმარიტად! რომელთაც უარყვეს, მოეკაზმათ თავიანთი მზაკვრობა და აცდნენ გზას. ხოლო ალლაჰი, ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება მას ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.

    13:33
  3. لَهُمْ عَذَابٌ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَشَقُّ ۖ وَمَا لَهُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ وَاقٍ

    მათთვისაა სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საზარელი სასჯელი იმქვეყნად. და არ არის მათთვის მფარველი ალლაჰისგან.

    13:34
  4. مَثَلُ الْجَنَّةِ الَّتِي وُعِدَ الْمُتَّقُونَ ۖ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ أُكُلُهَا دَائِمٌ وَظِلُّهَا ۚ تِلْكَ عُقْبَى الَّذِينَ اتَّقَوْا ۖ وَعُقْبَى الْكَافِرِينَ النَّارُ

    აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის, რომლის ძირს მდინარეები მოედინება; მარადიულია სამოთხის საზრდო ისევე, როგორც მისი ჩერო. აი, ასეთია შედეგი, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ, ხოლო ურწმუნოთა აღსასრული ცეცხლია!

    13:35
  5. وَالَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يَفْرَحُونَ بِمَا أُنْزِلَ إِلَيْكَ ۖ وَمِنَ الْأَحْزَابِ مَنْ يُنْكِرُ بَعْضَهُ ۚ قُلْ إِنَّمَا أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ اللَّهَ وَلَا أُشْرِكَ بِهِ ۚ إِلَيْهِ أَدْعُو وَإِلَيْهِ مَآبِ

    და ისინი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ხარობენ იმით, რაც შენ გარდმოგევლინა. მაგრამ მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც უარყოფს მის ნაწილს. უთხარი: მხოლოდ მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს და არ დავუდგინო თანაზიარი მას. მოვუხმობ მისკენ და მასთანაა ჩემი მისაქციელი!

    13:36
  6. وَكَذَٰلِكَ أَنْزَلْنَاهُ حُكْمًا عَرَبِيًّا ۚ وَلَئِنِ اتَّبَعْتَ أَهْوَاءَهُمْ بَعْدَمَا جَاءَكَ مِنَ الْعِلْمِ مَا لَكَ مِنَ اللَّهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا وَاقٍ

    ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი სიბრძნედ და კანონად არაბულ ენაზე. და თუ აჰყვები მათ მიწიერ სურვილებს მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, აღარ გეყოლება შენ მფარველი და შემწე ალლაჰის წინაშე!

    13:37

თარგმანი: რეზო მიქელაძე