სურა 13 რაღდი, აიათი 27 – 31
-
وَيَقُولُ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ آيَةٌ مِنْ رَبِّهِ ۗ قُلْ إِنَّ اللَّهَ يُضِلُّ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي إِلَيْهِ مَنْ أَنَابَ
და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „ეგებ, ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ უთხარი: „უეჭველად, ალლაჰი ააცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვინც მისკენ მიიქცევა!
13:27 -
الَّذِينَ آمَنُوا وَتَطْمَئِنُّ قُلُوبُهُمْ بِذِكْرِ اللَّهِ ۗ أَلَا بِذِكْرِ اللَّهِ تَطْمَئِنُّ الْقُلُوبُ
რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!
13:28 -
الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ طُوبَىٰ لَهُمْ وَحُسْنُ مَآبٍ
რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ნეტარება და საუკეთესო თავშესაფარი!
13:29 -
كَذَٰلِكَ أَرْسَلْنَاكَ فِي أُمَّةٍ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهَا أُمَمٌ لِتَتْلُوَ عَلَيْهِمُ الَّذِي أَوْحَيْنَا إِلَيْكَ وَهُمْ يَكْفُرُونَ بِالرَّحْمَٰنِ ۚ قُلْ هُوَ رَبِّي لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ مَتَابِ
ამგვარად, შენ წარგგზავნეთ ხალხთან, რომელთა უწინ განვლეს თემებმა, რათა უკითხო მათ, რაც შთაგაგონეთ შენ. უთხარი: იგია ღმერთი ჩემი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი და მე მას მივენდე. და მასთანაა ჩემი მისაქციელი.
13:30 -
وَلَوْ أَنَّ قُرْآنًا سُيِّرَتْ بِهِ الْجِبَالُ أَوْ قُطِّعَتْ بِهِ الْأَرْضُ أَوْ كُلِّمَ بِهِ الْمَوْتَىٰ ۗ بَلْ لِلَّهِ الْأَمْرُ جَمِيعًا ۗ أَفَلَمْ يَيْأَسِ الَّذِينَ آمَنُوا أَنْ لَوْ يَشَاءُ اللَّهُ لَهَدَى النَّاسَ جَمِيعًا ۗ وَلَا يَزَالُ الَّذِينَ كَفَرُوا تُصِيبُهُمْ بِمَا صَنَعُوا قَارِعَةٌ أَوْ تَحُلُّ قَرِيبًا مِنْ دَارِهِمْ حَتَّىٰ يَأْتِيَ وَعْدُ اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُخْلِفُ الْمِيعَادَ
და აი, ასეთი ყურანიც რომ ყოფილიყო, გადაადგილებულიყო მისით მთები, ან მისით გაპობილიყო მიწა, ანდა მისით მკვდრებს მეტყველება დაეწყოთ; მაგრამ ყოველი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. ნუთუ ჯერ კიდე ვერ შეიგნეს, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰს რომ ენება, უთუოდ, ყველა ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე დაადგენდა. და ვერ აიცილებენ, რომელთაც უარყვეს, უბედურებას დაატეხავს მათი ნამოქმედარის გამო, და მათივე სახლ-კარის ახლომახლო ჩამოწვება მანამ, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის აღთქმას!
13:31
თარგმანი: რეზო მიქელაძე