სურა 12 იუსუფი, აიათი 93 – 97
-
اذْهَبُوا بِقَمِيصِي هَٰذَا فَأَلْقُوهُ عَلَىٰ وَجْهِ أَبِي يَأْتِ بَصِيرًا وَأْتُونِي بِأَهْلِكُمْ أَجْمَعِينَ
წაიღეთ ეს ჩემი პერანგი და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე. მხედველობა დაუბრუნდება. და მთელი ოჯახით ჩემთან დაბრუნდით“.
12:93 -
وَلَمَّا فَصَلَتِ الْعِيرُ قَالَ أَبُوهُمْ إِنِّي لَأَجِدُ رِيحَ يُوسُفَ ۖ لَوْلَا أَنْ تُفَنِّدُونِ
და როცა ქარავანი გასცილდა, თქვა მათმა მამამ: „უეჭველად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს, თუკი უგუნურად არ შემრაცხავთ.“
12:94 -
قَالُوا تَاللَّهِ إِنَّكَ لَفِي ضَلَالِكَ الْقَدِيمِ
უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უეჭველად, შენ კვლავინდებურად გზააბნევაში ხარ!“
12:95 -
فَلَمَّا أَنْ جَاءَ الْبَشِيرُ أَلْقَاهُ عَلَىٰ وَجْهِهِ فَارْتَدَّ بَصِيرًا ۖ قَالَ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ إِنِّي أَعْلَمُ مِنَ اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
ხოლო როცა მოვიდა მახარობელი, გადააფარა მას იგი სახეზე და მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა. უთხრა: განა არ მითქვამს თქვენთვის, უეჭველად, მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც არ უწყით თქვენ?
12:96 -
قَالُوا يَا أَبَانَا اسْتَغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا إِنَّا كُنَّا خَاطِئِينَ
უთხრეს: „ჰეი მამაჩვენო! ჩვენი ცოდვების გამო შენდობა შესთხოვე. უეჭველად, ჩვენ განზრახ ცოდვა ჩავიდინეთ!“
12:97
თარგმანი: რეზო მიქელაძე