სურა 12 იუსუფი, აიათი 63 – 66
-
فَلَمَّا رَجَعُوا إِلَىٰ أَبِيهِمْ قَالُوا يَا أَبَانَا مُنِعَ مِنَّا الْكَيْلُ فَأَرْسِلْ مَعَنَا أَخَانَا نَكْتَلْ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ
ხოლო, როცა დაბრუნდნენ თავიანთ მამასთან, უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ აგვეკრძალა მარცვლეულის მარაგი. გამოგზავნე ჩვენს ერთად ჩვენი ძმა, რათა მარცვლეულის მარაგი მივიღოთ. და, უეჭველად, დავიცავთ მას ჩვენ.“
12:63 -
قَالَ هَلْ آمَنُكُمْ عَلَيْهِ إِلَّا كَمَا أَمِنْتُكُمْ عَلَىٰ أَخِيهِ مِنْ قَبْلُ ۖ فَاللَّهُ خَيْرٌ حَافِظًا ۖ وَهُوَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ
უთხრა: „განა, განდოთ თქვენ იგი, როგორც განდე თქვენ მისი ძმა წინათ? მაგრამ ალლაჰი საუკეთესო მფარველია და მწყალობელთა მწყალობელია იგი!“
12:64 -
وَلَمَّا فَتَحُوا مَتَاعَهُمْ وَجَدُوا بِضَاعَتَهُمْ رُدَّتْ إِلَيْهِمْ ۖ قَالُوا يَا أَبَانَا مَا نَبْغِي ۖ هَٰذِهِ بِضَاعَتُنَا رُدَّتْ إِلَيْنَا ۖ وَنَمِيرُ أَهْلَنَا وَنَحْفَظُ أَخَانَا وَنَزْدَادُ كَيْلَ بَعِيرٍ ۖ ذَٰلِكَ كَيْلٌ يَسِيرٌ
და როცა გახსნეს თავიანთი ბარგი, ნახეს მათთვის უკან დაბრუნებული ფული. თქვეს: „ჰეი, მამაჩვენო! რაღა ვინატროთ მეტი? ესაა ჩვენი ფული. უკან დაგვიბრუნეს ჩვენ და ჩვენ შევძლებთ სარჩო ვიშოვოთ ჩვენი ოჯახისთვის, დავიცვათ ჩვენი ძმაც და შევიმატოთ ერთი აქლემის საპალნე. ეს კი ცოტაოდენია.“
12:65 -
قَالَ لَنْ أُرْسِلَهُ مَعَكُمْ حَتَّىٰ تُؤْتُونِ مَوْثِقًا مِنَ اللَّهِ لَتَأْتُنَّنِي بِهِ إِلَّا أَنْ يُحَاطَ بِكُمْ ۖ فَلَمَّا آتَوْهُ مَوْثِقَهُمْ قَالَ اللَّهُ عَلَىٰ مَا نَقُولُ وَكِيلٌ
უთხრა: „ვერ გამოვგზავნი მას თქვენთან ერთად, სანამ არ დადებთ აღთქმას ალლაჰის წინაშე, რომ უკან ჩამოიყვანთ, თუ არ დაგატყდებათ რაიმე უბედურება თქვენ.“ მაშინ მათ აღთქმა დადეს, უთხრა: ალლაჰია მოწმე, რასაც ვამბობთ ჩვენ.“
12:66
თარგმანი: რეზო მიქელაძე