სურა 12 იუსუფი, აიათი 51 – 53

  1. قَالَ مَا خَطْبُكُنَّ إِذْ رَاوَدْتُنَّ يُوسُفَ عَنْ نَفْسِهِ ۚ قُلْنَ حَاشَ لِلَّهِ مَا عَلِمْنَا عَلَيْهِ مِنْ سُوءٍ ۚ قَالَتِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ الْآنَ حَصْحَصَ الْحَقُّ أَنَا رَاوَدْتُهُ عَنْ نَفْسِهِ وَإِنَّهُ لَمِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრა: „რას ლაპარაკობდით, როცა იუსუფის ცდუნებას ლამობდითო?“ მიუგეს: „დიდება ალლაჰს! ცუდი არა ვიცით მასზე!“ ღეზიზის ცოლმა თქვა: „ახლა ჭეშმარიტება გაცხადდა! მე ვლამობდი მის ცდუნებას. ხოლო იგი, უეჭველად, მართალთაგანია.“

    12:51
  2. ذَٰلِكَ لِيَعْلَمَ أَنِّي لَمْ أَخُنْهُ بِالْغَيْبِ وَأَنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي كَيْدَ الْخَائِنِينَ

    ,,აი ეს, რათა იცოდეს, უეჭველად, მე არ მიღალატია მისთვის მის არყოფნისას, ხოლო, უეჭველად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მზაკვრობას მოღალატეთა.

    12:52
  3. وَمَا أُبَرِّئُ نَفْسِي ۚ إِنَّ النَّفْسَ لَأَمَّارَةٌ بِالسُّوءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّي ۚ إِنَّ رَبِّي غَفُورٌ رَحِيمٌ

    და არ ვამბობ, ჩემი სული ყოვლად უბიწოა. უეჭველად, სული, გარდა იმათი, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი, დიახაც რომ ყველას სიავისკენ უბიძგებს. უეჭველად, ჩემი ღმერთი შემნდობია, მწყალობელია!

    12:53

თარგმანი: რეზო მიქელაძე