სურა 12 იუსუფი, აიათი 50 – 57
-
وَقَالَ الْمَلِكُ ائْتُونِي بِهِ ۖ فَلَمَّا جَاءَهُ الرَّسُولُ قَالَ ارْجِعْ إِلَىٰ رَبِّكَ فَاسْأَلْهُ مَا بَالُ النِّسْوَةِ اللَّاتِي قَطَّعْنَ أَيْدِيَهُنَّ ۚ إِنَّ رَبِّي بِكَيْدِهِنَّ عَلِيمٌ
და ბრძანა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი!“ ხოლო როცა მივიდა მასთან ელჩი, უთხრა: ,,მიბრუნდი შენს ბატონთან და ჰკითხე მას დიაცების მდგომარეობა, რომლებმაც ხელები დაისერეს. უეჭველად, ჩემმა ღმერთმა უწყის მათ ხრიკებს.“
12:50 -
قَالَ مَا خَطْبُكُنَّ إِذْ رَاوَدْتُنَّ يُوسُفَ عَنْ نَفْسِهِ ۚ قُلْنَ حَاشَ لِلَّهِ مَا عَلِمْنَا عَلَيْهِ مِنْ سُوءٍ ۚ قَالَتِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ الْآنَ حَصْحَصَ الْحَقُّ أَنَا رَاوَدْتُهُ عَنْ نَفْسِهِ وَإِنَّهُ لَمِنَ الصَّادِقِينَ
უთხრა: „რას ლაპარაკობდით, როცა იუსუფის ცდუნებას ლამობდითო?“ მიუგეს: „დიდება ალლაჰს! ცუდი არა ვიცით მასზე!“ ღეზიზის ცოლმა თქვა: „ახლა ჭეშმარიტება გაცხადდა! მე ვლამობდი მის ცდუნებას. ხოლო იგი, უეჭველად, მართალთაგანია.“
12:51 -
ذَٰلِكَ لِيَعْلَمَ أَنِّي لَمْ أَخُنْهُ بِالْغَيْبِ وَأَنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي كَيْدَ الْخَائِنِينَ
,,აი ეს, რათა იცოდეს, უეჭველად, მე არ მიღალატია მისთვის მის არყოფნისას, ხოლო, უეჭველად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მზაკვრობას მოღალატეთა.
12:52 -
وَمَا أُبَرِّئُ نَفْسِي ۚ إِنَّ النَّفْسَ لَأَمَّارَةٌ بِالسُّوءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّي ۚ إِنَّ رَبِّي غَفُورٌ رَحِيمٌ
და არ ვამბობ, ჩემი სული ყოვლად უბიწოა. უეჭველად, სული, გარდა იმათი, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი, დიახაც რომ ყველას სიავისკენ უბიძგებს. უეჭველად, ჩემი ღმერთი შემნდობია, მწყალობელია!
12:53 -
وَقَالَ الْمَلِكُ ائْتُونِي بِهِ أَسْتَخْلِصْهُ لِنَفْسِي ۖ فَلَمَّا كَلَّمَهُ قَالَ إِنَّكَ الْيَوْمَ لَدَيْنَا مَكِينٌ أَمِينٌ
და თქვა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, თქვა: „უეჭველად, ამიერიდან ჩვენთან უმაღლესი ჩინის მფლობელი და სანდო ხარ შენ.“
12:54 -
قَالَ اجْعَلْنِي عَلَىٰ خَزَائِنِ الْأَرْضِ ۖ إِنِّي حَفِيظٌ عَلِيمٌ
უთხრა: „დამადგინე ამ ქვეყნის ხაზინათა განმკარგველად, რადგანაც მე საუკეთესო მეუნჯე და ხაზინადარი ვარ!“
12:55 -
وَكَذَٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِي الْأَرْضِ يَتَبَوَّأُ مِنْهَا حَيْثُ يَشَاءُ ۚ نُصِيبُ بِرَحْمَتِنَا مَنْ نَشَاءُ ۖ وَلَا نُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ
აი, ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვინებებთ ვისაც და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ!
12:56 -
وَلَأَجْرُ الْآخِرَةِ خَيْرٌ لِلَّذِينَ آمَنُوا وَكَانُوا يَتَّقُونَ
და უთუოდ იმქვეყნიური საზღაური ბევრად უკეთესია, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი გახდნენ.
12:57
თარგმანი: რეზო მიქელაძე