სურა 12 იუსუფი, აიათი 43 – 49

  1. وَقَالَ الْمَلِكُ إِنِّي أَرَىٰ سَبْعَ بَقَرَاتٍ سِمَانٍ يَأْكُلُهُنَّ سَبْعٌ عِجَافٌ وَسَبْعَ سُنْبُلَاتٍ خُضْرٍ وَأُخَرَ يَابِسَاتٍ ۖ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ أَفْتُونِي فِي رُؤْيَايَ إِنْ كُنْتُمْ لِلرُّؤْيَا تَعْبُرُونَ

    და თქვა მეფემ: უეჭველად, სიზმარი ვნახე შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ იცით სიზმრის ახსნა!

    12:43
  2. قَالُوا أَضْغَاثُ أَحْلَامٍ ۖ وَمَا نَحْنُ بِتَأْوِيلِ الْأَحْلَامِ بِعَالِمِينَ

    უთხრეს: „რთული სიზმრებია, ჩვენ არ ვიცით ასეთი სიზმრების ახსნა.“

    12:44
  3. وَقَالَ الَّذِي نَجَا مِنْهُمَا وَادَّكَرَ بَعْدَ أُمَّةٍ أَنَا أُنَبِّئُكُمْ بِتَأْوِيلِهِ فَأَرْسِلُونِ

    იმათგანს, რომელიც გადარჩა, დიდი ხნის მერე გაახსენდა და თქვა : მე გაცნობებთ თქვენ მის ახსნას, ახლავე გამგზავნეთო.“

    12:45
  4. يُوسُفُ أَيُّهَا الصِّدِّيقُ أَفْتِنَا فِي سَبْعِ بَقَرَاتٍ سِمَانٍ يَأْكُلُهُنَّ سَبْعٌ عِجَافٌ وَسَبْعِ سُنْبُلَاتٍ خُضْرٍ وَأُخَرَ يَابِسَاتٍ لَعَلِّي أَرْجِعُ إِلَى النَّاسِ لَعَلَّهُمْ يَعْلَمُونَ

    ,,ჰეი, იუსუფ, კაცო მართალო! აგვიხსენი რას ნიშნავს, შვიდ მსუქან ძროხას რომ შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს და შვიდი მწვანე თავთავი რომ შვიდი გამხმარი თავთავის გვერდითაა? ეგების დავბრუნდე ხალხთან, რათა გაიგონ მაგათმა!“

    12:46
  5. قَالَ تَزْرَعُونَ سَبْعَ سِنِينَ دَأَبًا فَمَا حَصَدْتُمْ فَذَرُوهُ فِي سُنْبُلِهِ إِلَّا قَلِيلًا مِمَّا تَأْكُلُونَ

    უთხრა: „შვიდ წელიწადს თესეთ ჩვეულებისამებრ, და რასაც მოიმკით, დატოვეთ იგი თავისივე თავთავში, გარდა იმ მცირედისა, რასაც მიირთმევთ.

    12:47
  6. ثُمَّ يَأْتِي مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ سَبْعٌ شِدَادٌ يَأْكُلْنَ مَا قَدَّمْتُمْ لَهُنَّ إِلَّا قَلِيلًا مِمَّا تُحْصِنُونَ

    შემდეგ დადგება შვიდი მკაცრი წელი, რომელნიც შესჭამენ იმას, რაც მოაგროვეთ, გარდა იმ მცირედისა, რასაც დაზოგავთ.

    12:48
  7. ثُمَّ يَأْتِي مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ عَامٌ فِيهِ يُغَاثُ النَّاسُ وَفِيهِ يَعْصِرُونَ

    მერე, ამის შემდგომ, მოვა წელი, რომელიც ხალხს უხვ წვიმას მოუტანს და დაწურავენ მასში ისინი.“

    12:49

თარგმანი: რეზო მიქელაძე