სურა 12 იუსუფი, აიათი 4 – 6
-
إِذْ قَالَ يُوسُفُ لِأَبِيهِ يَا أَبَتِ إِنِّي رَأَيْتُ أَحَدَ عَشَرَ كَوْكَبًا وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ رَأَيْتُهُمْ لِي سَاجِدِينَ
აკი, უთხრა იუსუფმა თავის მამას: ჰეი, მამიკო! უეჭველად, მე დავინახე თერთმეტი ვარსკვლავი, მზე და მთვარე. დავინახე ისინი ჩემთვის ასრულებდნენ სეჯდეს.
12:4 -
قَالَ يَا بُنَيَّ لَا تَقْصُصْ رُؤْيَاكَ عَلَىٰ إِخْوَتِكَ فَيَكِيدُوا لَكَ كَيْدًا ۖ إِنَّ الشَّيْطَانَ لِلْإِنْسَانِ عَدُوٌّ مُبِينٌ
უთხრა: „შვილო ჩემო! არ მოუყვე ეს შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანთა აშკარა მტერია.
12:5 -
وَكَذَٰلِكَ يَجْتَبِيكَ رَبُّكَ وَيُعَلِّمُكَ مِنْ تَأْوِيلِ الْأَحَادِيثِ وَيُتِمُّ نِعْمَتَهُ عَلَيْكَ وَعَلَىٰ آلِ يَعْقُوبَ كَمَا أَتَمَّهَا عَلَىٰ أَبَوَيْكَ مِنْ قَبْلُ إِبْرَاهِيمَ وَإِسْحَاقَ ۚ إِنَّ رَبَّكَ عَلِيمٌ حَكِيمٌ
აი ასე რჩეულად გყოფს შენი ღმერთი და შენ გასწავლის სიზმრების ახსნას. მისი წყალობა აღსრულდება შენზე და იაღყუბის ოჯახზე, როგორც უწინ აღსრულდა იგი შენს წინაპრებზე: იბრაჰიმზე და ისჰაყზე. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
12:6
თარგმანი: რეზო მიქელაძე