სურა 12 იუსუფი, აიათი 30 – 35
-
وَقَالَ نِسْوَةٌ فِي الْمَدِينَةِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ تُرَاوِدُ فَتَاهَا عَنْ نَفْسِهِ ۖ قَدْ شَغَفَهَا حُبًّا ۖ إِنَّا لَنَرَاهَا فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
და ქალაქში ქალები ალაპარაკდნენ: „ღეზიზის ცოლმა თავის მსახურთან თანაცხოვრება მოიწადინაო, მისთვის გული დაუწვავს სიყვარულსო. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ მას, აშკარა გზააბნევაშია.“
12:30 -
فَلَمَّا سَمِعَتْ بِمَكْرِهِنَّ أَرْسَلَتْ إِلَيْهِنَّ وَأَعْتَدَتْ لَهُنَّ مُتَّكَأً وَآتَتْ كُلَّ وَاحِدَةٍ مِنْهُنَّ سِكِّينًا وَقَالَتِ اخْرُجْ عَلَيْهِنَّ ۖ فَلَمَّا رَأَيْنَهُ أَكْبَرْنَهُ وَقَطَّعْنَ أَيْدِيَهُنَّ وَقُلْنَ حَاشَ لِلَّهِ مَا هَٰذَا بَشَرًا إِنْ هَٰذَا إِلَّا مَلَكٌ كَرِيمٌ
ხოლო როცა ქალმა გაიგო მათი ჭორიკნობა, მოსაწვევი გაუგზავნა მათ, მოუწყო მათ მუთაქა-სავარძლები, და თითოეულს დანა მისცა. მერე ქალმა უთხრა: გადი მათთან! ქალებმა რომ დაინახეს იგი, აღფრთოვანდნენ და ხელები დაისერეს. და თქვეს: დიდება ალლაჰს! ეს ადამიანი არ არის, ეს თუ იქნება ღირსეული ანგელოზიო!
12:31 -
قَالَتْ فَذَٰلِكُنَّ الَّذِي لُمْتُنَّنِي فِيهِ ۖ وَلَقَدْ رَاوَدْتُهُ عَنْ نَفْسِهِ فَاسْتَعْصَمَ ۖ وَلَئِنْ لَمْ يَفْعَلْ مَا آمُرُهُ لَيُسْجَنَنَّ وَلَيَكُونًا مِنَ الصَّاغِرِينَ
უთხრა: აი ის, ვის გამოც მკიცხავდით მე. ვფიცავ, რომ მასთან თანაცხოვრება ვისურვე. მაშინ უარყო, მაგრამ თუ იმას არ გააკეთებს, რაც ვუბრძანე, უთუოდ, დილეგში ჩააგდებენ და უთუოდ, დამცირებულთა შორის აღმოჩნდება!
12:32 -
قَالَ رَبِّ السِّجْنُ أَحَبُّ إِلَيَّ مِمَّا يَدْعُونَنِي إِلَيْهِ ۖ وَإِلَّا تَصْرِفْ عَنِّي كَيْدَهُنَّ أَصْبُ إِلَيْهِنَّ وَأَكُنْ مِنَ الْجَاهِلِينَ
შეევედრა: „ღმერთო ჩემო! დილეგი ჩემთვის უფრო უკეთესია იმაზე, რისკენაც მიხმობენ, დილეგში ყოფნა მირჩევნია იმის გაკეთებას, რასაც მაიძულებენ, და თუ მათ მზაკვრობას არ ამაცილებ, შეიძლება გადავიხარო მათკენ და უგუნურთა შორის აღმოვჩნდე!“
12:33 -
فَاسْتَجَابَ لَهُ رَبُّهُ فَصَرَفَ عَنْهُ كَيْدَهُنَّ ۚ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
მაშინ შეისმინა ღმერთმა მისმა ვედრება მისი, ამგვარად ააცილა მას მზაკვრობა მათი. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
12:34 -
ثُمَّ بَدَا لَهُمْ مِنْ بَعْدِ مَا رَأَوُا الْآيَاتِ لَيَسْجُنُنَّهُ حَتَّىٰ حِينٍ
მერე, აშკარა საბუთების ხილვის შემდეგაც, მათ მაინც საჭიროდ ჩათვალეს გარკვეული ვადით დილეგში ჩაესვათ.
12:35
თარგმანი: რეზო მიქელაძე