სურა 12 იუსუფი, აიათი 16 – 18

  1. وَجَاءُوا أَبَاهُمْ عِشَاءً يَبْكُونَ

    და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან.

    12:16
  2. قَالُوا يَا أَبَانَا إِنَّا ذَهَبْنَا نَسْتَبِقُ وَتَرَكْنَا يُوسُفَ عِنْدَ مَتَاعِنَا فَأَكَلَهُ الذِّئْبُ ۖ وَمَا أَنْتَ بِمُؤْمِنٍ لَنَا وَلَوْ كُنَّا صَادِقِينَ

    უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.“

    12:17
  3. وَجَاءُوا عَلَىٰ قَمِيصِهِ بِدَمٍ كَذِبٍ ۚ قَالَ بَلْ سَوَّلَتْ لَكُمْ أَنْفُسُكُمْ أَمْرًا ۖ فَصَبْرٌ جَمِيلٌ ۖ وَاللَّهُ الْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ

    და მიუტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში. მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისგან, რასაც თქვენ აღმიწერთ.“

    12:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე