სურა 12 იუსუფი, აიათი 13 – 17

  1. قَالَ إِنِّي لَيَحْزُنُنِي أَنْ تَذْهَبُوا بِهِ وَأَخَافُ أَنْ يَأْكُلَهُ الذِّئْبُ وَأَنْتُمْ عَنْهُ غَافِلُونَ

    უთხრა: უეჭველად, თქვენს ერთად მისი წამოსვლა აღმაშფოთებს მე. რამეთუ მეშინია, რომ უყურადღებოდ დარჩებით მისადმი და მას მგელი შეჭამს.

    12:13
  2. قَالُوا لَئِنْ أَكَلَهُ الذِّئْبُ وَنَحْنُ عُصْبَةٌ إِنَّا إِذًا لَخَاسِرُونَ

    უთხრეს: „თუკი მოხდა ისე, რომ შეჭამა იგი მგელმა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ვართ ჩვენ, მაშინ ჩვენ უეჭველად, წარწყმედილნი ვიქნებით.

    12:14
  3. فَلَمَّا ذَهَبُوا بِهِ وَأَجْمَعُوا أَنْ يَجْعَلُوهُ فِي غَيَابَتِ الْجُبِّ ۚ وَأَوْحَيْنَا إِلَيْهِ لَتُنَبِّئَنَّهُمْ بِأَمْرِهِمْ هَٰذَا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    როცა წაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ჩაეგდოთ იგი ჭის ფსკერში, მაშინ ჩვენ ზეშთავაგონეთ მას, რომ უთუოდ შენ აცნობებ მათ რაც ჩაიდინეს, როცა ეს აღარ ემახსოვრებათ.

    12:15
  4. وَجَاءُوا أَبَاهُمْ عِشَاءً يَبْكُونَ

    და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან.

    12:16
  5. قَالُوا يَا أَبَانَا إِنَّا ذَهَبْنَا نَسْتَبِقُ وَتَرَكْنَا يُوسُفَ عِنْدَ مَتَاعِنَا فَأَكَلَهُ الذِّئْبُ ۖ وَمَا أَنْتَ بِمُؤْمِنٍ لَنَا وَلَوْ كُنَّا صَادِقِينَ

    უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.“

    12:17

თარგმანი: რეზო მიქელაძე