სურა 11 ჰუდი, აიათი 9 – 24

  1. وَلَئِنْ أَذَقْنَا الْإِنْسَانَ مِنَّا رَحْمَةً ثُمَّ نَزَعْنَاهَا مِنْهُ إِنَّهُ لَيَئُوسٌ كَفُورٌ

    და თუ ნამდვილად ჩვენ ვაგემებთ კაცს წყალობას, მერე კი ავაცლით, უეჭველად, იგი სასოწარკვეთას მიეცემა და უმადურობას მოუმატებს.

    11:9
  2. وَلَئِنْ أَذَقْنَاهُ نَعْمَاءَ بَعْدَ ضَرَّاءَ مَسَّتْهُ لَيَقُولَنَّ ذَهَبَ السَّيِّئَاتُ عَنِّي ۚ إِنَّهُ لَفَرِحٌ فَخُورٌ

    ხოლო თუ წყალობას მას შემდგომ ვაგემებთ, რაც უბედურება იწვნია, უეჭველად, იტყვის: „წავიდა ჩემგან უბედურებანი.“ უეჭველად, იგი თავგასული და მედიდურია,

    11:10
  3. إِلَّا الَّذِينَ صَبَرُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أُولَٰئِكَ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ

    გარდა, რომელთაც მოითმინეს და თესეს სიკეთენი. სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი.

    11:11
  4. فَلَعَلَّكَ تَارِكٌ بَعْضَ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ وَضَائِقٌ بِهِ صَدْرُكَ أَنْ يَقُولُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ كَنْزٌ أَوْ جَاءَ مَعَهُ مَلَكٌ ۚ إِنَّمَا أَنْتَ نَذِيرٌ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ وَكِيلٌ

    იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე!

    11:12
  5. أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِعَشْرِ سُوَرٍ مِثْلِهِ مُفْتَرَيَاتٍ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    ან კიდევ ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ათიოდე სურა ამის მსგავსი შეთხზული და მოუხმეთ ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ თქვენ მართალნი ხართ!“

    11:13
  6. فَإِلَّمْ يَسْتَجِيبُوا لَكُمْ فَاعْلَمُوا أَنَّمَا أُنْزِلَ بِعِلْمِ اللَّهِ وَأَنْ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَهَلْ أَنْتُمْ مُسْلِمُونَ

    მაშინ თუ არ გამოგეხმაურნენ თქვენ, იცოდეთ, რომ ის მხოლოდ ალლაჰის განგებითაა მოვლენილი და რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. ნუთუ კიდევ არ გახდებით მუსლიმები?

    11:14
  7. مَنْ كَانَ يُرِيدُ الْحَيَاةَ الدُّنْيَا وَزِينَتَهَا نُوَفِّ إِلَيْهِمْ أَعْمَالَهُمْ فِيهَا وَهُمْ فِيهَا لَا يُبْخَسُونَ

    ვისაც უნდა ამქვეყნიური ცხოვრება და მისი მშვენებანი, სრულად მივაგებთ მათი საქმეებისთვის ამქვეყანასვე და მათ იქ არაფერი მოაკლდებათ.

    11:15
  8. أُولَٰئِكَ الَّذِينَ لَيْسَ لَهُمْ فِي الْآخِرَةِ إِلَّا النَّارُ ۖ وَحَبِطَ مَا صَنَعُوا فِيهَا وَبَاطِلٌ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    აი ისინი, რომელთა ნამოღვაწარიც ფუჭია იქ. და მათ არაფერი მოეპოვებათ საიქიოში, გარდა ცეცხლისა. და ამაოა, რასაც აკეთებდნენ.

    11:16
  9. أَفَمَنْ كَانَ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّهِ وَيَتْلُوهُ شَاهِدٌ مِنْهُ وَمِنْ قَبْلِهِ كِتَابُ مُوسَىٰ إِمَامًا وَرَحْمَةً ۚ أُولَٰئِكَ يُؤْمِنُونَ بِهِ ۚ وَمَنْ يَكْفُرْ بِهِ مِنَ الْأَحْزَابِ فَالنَّارُ مَوْعِدُهُ ۚ فَلَا تَكُ فِي مِرْيَةٍ مِنْهُ ۚ إِنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ

    განა (ამათი მსგავსია ის), ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან, და მოსდევს მას მოწმე მისგანვე და მის წინ მუსას წიგნი წინამძღოლად და წყალობად? სწორედ ეგენი ირწმუნებენ მას. ხოლო იმ ჯგუფებს შორის, ვინც უარყოფს, ცეცხლია ადგილსამყოფელად მათზე აღთქმული. ამის შემდეგ ნუ იქნები ეჭვში მის მიმართ. უეჭველად, ეს ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან. მაგრამ ხალხის უმეტესობა არ ირწმუნებს.

    11:17
  10. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا ۚ أُولَٰئِكَ يُعْرَضُونَ عَلَىٰ رَبِّهِمْ وَيَقُولُ الْأَشْهَادُ هَٰؤُلَاءِ الَّذِينَ كَذَبُوا عَلَىٰ رَبِّهِمْ ۚ أَلَا لَعْنَةُ اللَّهِ عَلَى الظَّالِمِينَ

    და ვინ იქნება იმაზე უსამრთლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავს? სწორედ ეგენი წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, და იტყვიან მოწმენი: „აი ისინი, რომელთაც იცრუეს თავიანთ ღმერთზე.“ დაე, ალლაჰის წყევლა უსამართლონზე,

    11:18
  11. الَّذِينَ يَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًا وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ كَافِرُونَ

    რომელნიც წინ აღუდგებიან ალლაჰის გზას, და ცდილობენ მის გამრუდებას და სწორედ ეგენი არიან საიქიოს უარმყოფელნი!

    11:19
  12. أُولَٰئِكَ لَمْ يَكُونُوا مُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ وَمَا كَانَ لَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ أَوْلِيَاءَ ۘ يُضَاعَفُ لَهُمُ الْعَذَابُ ۚ مَا كَانُوا يَسْتَطِيعُونَ السَّمْعَ وَمَا كَانُوا يُبْصِرُونَ

    ისინი ვერ დააკნინებენ დედამიწაზე და არ ეყოლებათ მეგობარი, ალლაჰის გარდა. მათი ტანჯვა გაორმაგდება, რამეთუ მათ არ ძალუძთ მოსმენა და მაგათმა ვერ დაინახეს!

    11:20
  13. أُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    აი ეგენი, რომელთაც წაიწყმიდეს თავიანთი სულნი. და გაქრა მათგან იგი, რასაც თხზავდნენ.

    11:21
  14. لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِي الْآخِرَةِ هُمُ الْأَخْسَرُونَ

    უსათუოდ, საიქიოში ყველაზე მეტად წაგებულნი ეგენი არიან.

    11:22
  15. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَأَخْبَتُوا إِلَىٰ رَبِّهِمْ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ჰმორჩილებდნენ თავიანთ ღმერთს, სწორედ ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც მარადიულად დარჩებიან!

    11:23
  16. مَثَلُ الْفَرِيقَيْنِ كَالْأَعْمَىٰ وَالْأَصَمِّ وَالْبَصِيرِ وَالسَّمِيعِ ۚ هَلْ يَسْتَوِيَانِ مَثَلًا ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ

    ამ ორი ჯგუფის მდგომარეობა ბრმა-ყრუსი და მხედველ-გამგონის მდგომარეობას ჰგავს. განა შეიდრება მათი მდგომარეობა? ნუთუ არ დაფიქრდებით?

    11:24

თარგმანი: რეზო მიქელაძე