სურა 11 ჰუდი, აიათი 69 – 83
-
وَلَقَدْ جَاءَتْ رُسُلُنَا إِبْرَاهِيمَ بِالْبُشْرَىٰ قَالُوا سَلَامًا ۖ قَالَ سَلَامٌ ۖ فَمَا لَبِثَ أَنْ جَاءَ بِعِجْلٍ حَنِيذٍ
და ვფიცავ! ჩვენი ელჩები იბრაჰიმთან მივიდნენ სამახარობლოთი და უთხრეს: „სალამი!“ მიუგო: „სალამი თქვენდა!“ და უმალვე მათ შემწვარი ხბო მიართვა.
11:69 -
فَلَمَّا رَأَىٰ أَيْدِيَهُمْ لَا تَصِلُ إِلَيْهِ نَكِرَهُمْ وَأَوْجَسَ مِنْهُمْ خِيفَةً ۚ قَالُوا لَا تَخَفْ إِنَّا أُرْسِلْنَا إِلَىٰ قَوْمِ لُوطٍ
მაგრამ როცა დაინახა, მათი ხელები არ გაწვდილა მისკენ, დაეჭვდა და შიში იგრძნო მათ მიმართ. უთხრეს: „ნუ გეშინია! უეჭველად, ჩვენ წარმოგზავნილნი ვართ ლუტის ხალხთან!“
11:70 -
وَامْرَأَتُهُ قَائِمَةٌ فَضَحِكَتْ فَبَشَّرْنَاهَا بِإِسْحَاقَ وَمِنْ وَرَاءِ إِسْحَاقَ يَعْقُوبَ
და მის ცოლს გაეცინა ფეხზე მდგომს. მაშინ ვახარეთ მას ისჰაყი და ისჰაყის შემდგომ იაღყუბი.
11:71 -
قَالَتْ يَا وَيْلَتَىٰ أَأَلِدُ وَأَنَا عَجُوزٌ وَهَٰذَا بَعْلِي شَيْخًا ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ عَجِيبٌ
თქვა: „ვაი, ჩემს თავს! ნუთუ მე უნდა შემეძინოს (შვილი), როცა მე დედაბერი ვარ, და ჩემი ქმარიც ბერიკაცია? უეჭველად, ეს სასწაულია!“
11:72 -
قَالُوا أَتَعْجَبِينَ مِنْ أَمْرِ اللَّهِ ۖ رَحْمَتُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ عَلَيْكُمْ أَهْلَ الْبَيْتِ ۚ إِنَّهُ حَمِيدٌ مَجِيدٌ
უთხრეს: „ნუთუ გაკვირვებთ ალლაჰის ბრძანება? წყალობა ალლაჰისა და ხვავი-ბარაქა მისი თქვენზეა, სახლის ბინადარნო! უეჭველად, იგია ყოვლადქებული, დიდებული!“
11:73 -
فَلَمَّا ذَهَبَ عَنْ إِبْرَاهِيمَ الرَّوْعُ وَجَاءَتْهُ الْبُشْرَىٰ يُجَادِلُنَا فِي قَوْمِ لُوطٍ
როცა იბრაჰიმს შიშმა გადაუარა და მას სასიხარულო ამბავი მოუვიდა, კამათი დაგვიწყო ლუტის ხალხთან დაკავშირებით,
11:74 -
إِنَّ إِبْرَاهِيمَ لَحَلِيمٌ أَوَّاهٌ مُنِيبٌ
რადგანაც იბრაჰიმი თავმდაბალი, მგრძნობიარე და მომნანიებელი იყო.
11:75 -
يَا إِبْرَاهِيمُ أَعْرِضْ عَنْ هَٰذَا ۖ إِنَّهُ قَدْ جَاءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَإِنَّهُمْ آتِيهِمْ عَذَابٌ غَيْرُ مَرْدُودٍ
ჰეი, იბრაჰიმ! თავი ანებე ამას, უეჭველად, შენი ღმერთის ბრძანება უკვე მოევლინა და, უეჭველად, ეწევათ მათ სასჯელი გარდაუვალი!
11:76 -
وَلَمَّا جَاءَتْ رُسُلُنَا لُوطًا سِيءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًا وَقَالَ هَٰذَا يَوْمٌ عَصِيبٌ
და როცა ლუტთან მივიდნენ ჩვენი ელჩები, შეწუხდა მათ გამო, შევიწროვებულად იგრძნო თავი და თქვა: „ეს მძიმე დღეაო!“
11:77 -
وَجَاءَهُ قَوْمُهُ يُهْرَعُونَ إِلَيْهِ وَمِنْ قَبْلُ كَانُوا يَعْمَلُونَ السَّيِّئَاتِ ۚ قَالَ يَا قَوْمِ هَٰؤُلَاءِ بَنَاتِي هُنَّ أَطْهَرُ لَكُمْ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَلَا تُخْزُونِ فِي ضَيْفِي ۖ أَلَيْسَ مِنْكُمْ رَجُلٌ رَشِيدٌ
და მოვიდნენ მასთან სირბილით მისი ხალხი, ხოლო ისინი სიავენს სჩადიოდნენ მანამდე. უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! აი ჩემი ქალიშვილნები, ისინი უფრო სპეტაკნი არიან თქვენთვის. დაე, გეშინოდეთ ალლაჰის და ნუ შემარცხვენთ ჩემი სტუმრების წინაშე. ნუთუ თქვენ შორის არ მოიძებნება გონიერი კაცი?
11:78 -
قَالُوا لَقَدْ عَلِمْتَ مَا لَنَا فِي بَنَاتِكَ مِنْ حَقٍّ وَإِنَّكَ لَتَعْلَمُ مَا نُرِيدُ
უთხრეს: ხომ იცი, რომ შენი ქალიშვილები არ გვჭირდება. და უეჭველად, შენ მშვენივრად იცი, რაც გვინდაო.“
11:79 -
قَالَ لَوْ أَنَّ لِي بِكُمْ قُوَّةً أَوْ آوِي إِلَىٰ رُكْنٍ شَدِيدٍ
უთხრა: „ნეტავ, ძალა მომცა თქვენს დასაძლევად! ნეტავ, მქონდეს მტკიცე დასაყრდენი!“
11:80 -
قَالُوا يَا لُوطُ إِنَّا رُسُلُ رَبِّكَ لَنْ يَصِلُوا إِلَيْكَ ۖ فَأَسْرِ بِأَهْلِكَ بِقِطْعٍ مِنَ اللَّيْلِ وَلَا يَلْتَفِتْ مِنْكُمْ أَحَدٌ إِلَّا امْرَأَتَكَ ۖ إِنَّهُ مُصِيبُهَا مَا أَصَابَهُمْ ۚ إِنَّ مَوْعِدَهُمُ الصُّبْحُ ۚ أَلَيْسَ الصُّبْحُ بِقَرِيبٍ
უთხრეს: „ჰეი, ლუტ! უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის ელჩები ვართ და ვერასდროს მოგეკარებიან ეგენი. მაშ, გზას გაუყევი ღამე, ცოლის გამოკლებით, შენი ოჯახით, და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს. უეჭველად, მას ეწევა ის, რაც სხვებს ეწევა. უეჭველად, მათთვის აღთქმული დრო დილითაა. განა შორსაა დილა?“
11:81 -
فَلَمَّا جَاءَ أَمْرُنَا جَعَلْنَا عَالِيَهَا سَافِلَهَا وَأَمْطَرْنَا عَلَيْهَا حِجَارَةً مِنْ سِجِّيلٍ مَنْضُودٍ
და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ამოვაბრუნეთ მათი დასახლება, და ზეციდან მიყოლებით დავატეხეთ თავს გამომწვარი თიხის ქვები,
11:82 -
مُسَوَّمَةً عِنْدَ رَبِّكَ ۖ وَمَا هِيَ مِنَ الظَّالِمِينَ بِبَعِيدٍ
შენი ღმერთის წინაშე ნიშანდადებული. და იგი უსამართლოთაგან შორს როდია...
11:83
თარგმანი: რეზო მიქელაძე