სურა 11 ჰუდი, აიათი 61 – 68
-
وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَالِحًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ هُوَ أَنْشَأَكُمْ مِنَ الْأَرْضِ وَاسْتَعْمَرَكُمْ فِيهَا فَاسْتَغْفِرُوهُ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ ۚ إِنَّ رَبِّي قَرِيبٌ مُجِيبٌ
და სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და მასზევე დაგაბინავათ. პატიება შესთხოვეთ მას და მერე მოინანიეთ მის წინაშე. უეჭველად, ჩემი ღმერთი ახლოა, მიმღებია ვედრების!“
11:61 -
قَالُوا يَا صَالِحُ قَدْ كُنْتَ فِينَا مَرْجُوًّا قَبْلَ هَٰذَا ۖ أَتَنْهَانَا أَنْ نَعْبُدَ مَا يَعْبُدُ آبَاؤُنَا وَإِنَّنَا لَفِي شَكٍّ مِمَّا تَدْعُونَا إِلَيْهِ مُرِيبٍ
მიუგეს: „ჰეი სალიჰ! აქამდე შენ იმედი იყავი ჩვენში. ნუთუ გვიკრძალავ თაყვანი ვცეთ იმას, ვისაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ? და, უეჭველად, ჩვენ ეჭვი გვაქვს იმისადმი, რისკენაც მოგვიწოდებ.“
11:62 -
قَالَ يَا قَوْمِ أَرَأَيْتُمْ إِنْ كُنْتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّي وَآتَانِي مِنْهُ رَحْمَةً فَمَنْ يَنْصُرُنِي مِنَ اللَّهِ إِنْ عَصَيْتُهُ ۖ فَمَا تَزِيدُونَنِي غَيْرَ تَخْسِيرٍ
უთხრა: „ხალხო ჩემო! მაშინ რას იტყვით, თუ ვარ ცხად მტკიცებულებაზე ჩემი ღმერთისგან და მებოძა მისგან წყალობა? მაშ, ვინ დამეხმარება ალლაჰისგან, თუ ვეურჩე მას? მაშინ თქვენ ვერაფერს შემმატებთ, გარდა ზიანისა.
11:63 -
وَيَا قَوْمِ هَٰذِهِ نَاقَةُ اللَّهِ لَكُمْ آيَةً فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِي أَرْضِ اللَّهِ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوءٍ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌ قَرِيبٌ
ჰეი, ხალხო ჩემო! ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისაგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად, თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობს თქვენ!
11:64 -
فَعَقَرُوهَا فَقَالَ تَمَتَّعُوا فِي دَارِكُمْ ثَلَاثَةَ أَيَّامٍ ۖ ذَٰلِكَ وَعْدٌ غَيْرُ مَكْذُوبٍ
მაგრამ დაკლეს. და სალიჰმა უთხრა: „დატკბით თქვენს სახლებში კიდევ სამი დღე. ეს აღთქმა შეუცვლელია.“
11:65 -
فَلَمَّا جَاءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا صَالِحًا وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَمِنْ خِزْيِ يَوْمِئِذٍ ۗ إِنَّ رَبَّكَ هُوَ الْقَوِيُّ الْعَزِيزُ
და როცა გაცხადდა ნება ჩვენი, ჩვენ ვიხსენით სალიჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს მის ერთად ჩვენსავე წყალობით, იმდღინდელი დამცირებისგან. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილი!
11:66 -
وَأَخَذَ الَّذِينَ ظَلَمُوا الصَّيْحَةُ فَأَصْبَحُوا فِي دِيَارِهِمْ جَاثِمِينَ
და ისინი, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, შეიპყრო საშინელმა ხმამ და იქმნენ თავიანთ სახლებში ჩაჩოქილი მუხლებზე.
11:67 -
كَأَنْ لَمْ يَغْنَوْا فِيهَا ۗ أَلَا إِنَّ ثَمُودَ كَفَرُوا رَبَّهُمْ ۗ أَلَا بُعْدًا لِثَمُودَ
თითქოს იქ არც ეცხოვრათ. დიახ! უეჭველად, სემუდეველებმა უარყვეს თავიანთი ღმერთი. დიახ, გაიწირნენ სემუდეველნი!
11:68
თარგმანი: რეზო მიქელაძე