სურა 11 ჰუდი, აიათი 50 – 57
-
وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمْ هُودًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ إِنْ أَنْتُمْ إِلَّا مُفْتَرُونَ
და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს თხზავთ.
11:50 -
يَا قَوْمِ لَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى الَّذِي فَطَرَنِي ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ
ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ ამისათვის საზღაურს, ჩემი საზღაური მხოლოდ მას ეკუთვნის, რომელმაც გამაჩინა. განა არ მოუხმობთ გონებას?
11:51 -
وَيَا قَوْمِ اسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ يُرْسِلِ السَّمَاءَ عَلَيْكُمْ مِدْرَارًا وَيَزِدْكُمْ قُوَّةً إِلَىٰ قُوَّتِكُمْ وَلَا تَتَوَلَّوْا مُجْرِمِينَ
ხალხო ჩემო! მიტევება შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან უხვად წვიმას და თქვენს ძლიერებას ძალას შეჰმატებს. და არ იბრუნოთ პირი, როგორც ცოდვილნი!“
11:52 -
قَالُوا يَا هُودُ مَا جِئْتَنَا بِبَيِّنَةٍ وَمَا نَحْنُ بِتَارِكِي آلِهَتِنَا عَنْ قَوْلِكَ وَمَا نَحْنُ لَكَ بِمُؤْمِنِينَ
უთხრეს: „ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის ცხადი სასწაულები არ მოგიტანია და შენი სიტყვის გამო არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს. და ჩვენ არ ვართ დამჯერნი შენი.
11:53 -
إِنْ نَقُولُ إِلَّا اعْتَرَاكَ بَعْضُ آلِهَتِنَا بِسُوءٍ ۗ قَالَ إِنِّي أُشْهِدُ اللَّهَ وَاشْهَدُوا أَنِّي بَرِيءٌ مِمَّا تُشْرِكُونَ
ჩვენ მხოლოდ გეტყვით, რომ ჩვენი ღმერთების ერთმა ნაწილმა სიავე გაწია. მიუგო: „უეჭველად, ალლაჰს მოვუხმობ მოწმედ და დამიმოწმეთ თქვენ, რომ უეჭველად, მე შორსა ვარ იმათგან, რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ,
11:54 -
مِنْ دُونِهِ ۖ فَكِيدُونِي جَمِيعًا ثُمَّ لَا تُنْظِرُونِ
გარეშე მისა. აწ ხლართეთ ხრიკები ჩემ წინააღმდეგ ერთობლივად, მერე არ გადამივადოთ.
11:55 -
إِنِّي تَوَكَّلْتُ عَلَى اللَّهِ رَبِّي وَرَبِّكُمْ ۚ مَا مِنْ دَابَّةٍ إِلَّا هُوَ آخِذٌ بِنَاصِيَتِهَا ۚ إِنَّ رَبِّي عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
უეჭველად, მე მივენდე ალლაჰს, ჩემ ღმერთსა და თქვენს ღმერთს. არ არის ქვეყნად სულიერი, რომელიც მას ქოჩრით არ ჰყავდეს დათრეული. უეჭველად, ჩემი ღმერთის გზა გზათაგან ყველაზე ჭეშმარიტია!
11:56 -
فَإِنْ تَوَلَّوْا فَقَدْ أَبْلَغْتُكُمْ مَا أُرْسِلْتُ بِهِ إِلَيْكُمْ ۚ وَيَسْتَخْلِفُ رَبِّي قَوْمًا غَيْرَكُمْ وَلَا تَضُرُّونَهُ شَيْئًا ۚ إِنَّ رَبِّي عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ حَفِيظٌ
მე უკვე გადმომიცია ის, რითიც წარმოვიგზავნე თქვენთან და თუ ზურგს შეაქცევთ, ჩაგანაცვლებთ თქვენ ჩემი ღმერთი სხვა ხალხით, და ვერას ავნებთ თქვენ მას. უეჭველად, ღმერთი ჩემი დამცველია ყოველსა ზედა!“
11:57
თარგმანი: რეზო მიქელაძე