სურა 11 ჰუდი, აიათი 25 – 49
-
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ إِنِّي لَكُمْ نَذِيرٌ مُبِينٌ
და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: „უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
11:25 -
أَنْ لَا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ ۖ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ أَلِيمٍ
არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, მე მეშინია, რომ არ გეწიოთ თქვენ იმ მწარე დღის სასჯელი“!
11:26 -
فَقَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ مَا نَرَاكَ إِلَّا بَشَرًا مِثْلَنَا وَمَا نَرَاكَ اتَّبَعَكَ إِلَّا الَّذِينَ هُمْ أَرَاذِلُنَا بَادِيَ الرَّأْيِ وَمَا نَرَىٰ لَكُمْ عَلَيْنَا مِنْ فَضْلٍ بَلْ نَظُنُّكُمْ كَاذِبِينَ
მაშინ უთხრეს მისი ხალხის წინამძღოლებმა, რომელთაც უარყვეს: „ჩვენ ვერ გხედავთ შენ, თუ არა ადამიანს, ჩვენსა მსგავსს. და ვერ გხედავთ მოგყოლოდა შენ გარდა მათი, რომელნიც ჩვენში ჭკუასუსტი მდაბიონი არიან. და ვერ ვხედავთ თქვენს რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით, ჩვენ ცრუებად გთვლით თქვენ!
11:27 -
قَالَ يَا قَوْمِ أَرَأَيْتُمْ إِنْ كُنْتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّي وَآتَانِي رَحْمَةً مِنْ عِنْدِهِ فَعُمِّيَتْ عَلَيْكُمْ أَنُلْزِمُكُمُوهَا وَأَنْتُمْ لَهَا كَارِهُونَ
უთხარა: „ხალხო ჩემო! ნუთუ ესაა თქვენი თვალთახედვა, იქნებ მე ვეყრდნობი ცხად მტკიცებებს ჩემი ღმერთისგან და მისგანვე მომმადლა წყალობა, რომელსაც თქვენ ვერ ჭვრეტთ. ნუთუ დაგაძალებთ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ?
11:28 -
وَيَا قَوْمِ لَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ مَالًا ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى اللَّهِ ۚ وَمَا أَنَا بِطَارِدِ الَّذِينَ آمَنُوا ۚ إِنَّهُمْ مُلَاقُو رَبِّهِمْ وَلَٰكِنِّي أَرَاكُمْ قَوْمًا تَجْهَلُونَ
ხალხო ჩემო! მე თქვენ არ გთხოვ მის სანაცვლოდ ქონებას, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. და მე არა ვარ ზურგის შემქცევი, რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ეგენი თავიანთ ღმერთთან მიაღწევენ. მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად.
11:29 -
وَيَا قَوْمِ مَنْ يَنْصُرُنِي مِنَ اللَّهِ إِنْ طَرَدْتُهُمْ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
ხალხო ჩემო! ვინ შემეწევა ალლაჰის წინაშე, თუ მე მათ გავაგდებ? ნუთუ აღარ შეიგონებთ?
11:30 -
وَلَا أَقُولُ لَكُمْ عِنْدِي خَزَائِنُ اللَّهِ وَلَا أَعْلَمُ الْغَيْبَ وَلَا أَقُولُ إِنِّي مَلَكٌ وَلَا أَقُولُ لِلَّذِينَ تَزْدَرِي أَعْيُنُكُمْ لَنْ يُؤْتِيَهُمُ اللَّهُ خَيْرًا ۖ اللَّهُ أَعْلَمُ بِمَا فِي أَنْفُسِهِمْ ۖ إِنِّي إِذًا لَمِنَ الظَّالِمِينَ
და არ გეუბნები თქვენ, რომ ჩემთანაა ალლაჰის ხაზინები. და არ ვუწყი უხილავს. და არ ვამბობ, რომ მე, უეჭველად, ანგელოზი ვარ. და არ ვამბობ, რომელნიც თქვენს თვალში დამცირებულნი არიან, რომ მათ ალლაჰი არასდროს მოჰმადლის სიკეთეს. ალლაჰი უკეთ უწყის იმას, რაც მათ სულებშია. უეჭველად, მე მაშინ უსამართლოთაგანი ვიქნები.
11:31 -
قَالُوا يَا نُوحُ قَدْ جَادَلْتَنَا فَأَكْثَرْتَ جِدَالَنَا فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
მიუგეს: „ჰეი, ნუჰ! შენ უკვე წინააღმდეგობა გაგვიწიე ჩვენ და გადაჭარბებულიც მოგივიდა. მაშ, გვაწიე იგი, რაც აღგვითქვი ჩვენ, თუკი ხარ მართალთაგანი!“
11:32 -
قَالَ إِنَّمَا يَأْتِيكُمْ بِهِ اللَّهُ إِنْ شَاءَ وَمَا أَنْتُمْ بِمُعْجِزِينَ
უთხრა: მხოლოდ ალლაჰი გაწევთ თქვენ მას, თუკი ინებებს და თქვენ არ ხართ უძლურად დამტოვებელნი.
11:33 -
وَلَا يَنْفَعُكُمْ نُصْحِي إِنْ أَرَدْتُ أَنْ أَنْصَحَ لَكُمْ إِنْ كَانَ اللَّهُ يُرِيدُ أَنْ يُغْوِيَكُمْ ۚ هُوَ رَبُّكُمْ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
და ვერ გარგებთ თქვენ ჩემი დარიგება, რომც ვისურვო თქვენთვის კეთილი რჩევის მოცემა, თუკი ნებავს ალლაჰს გზას აგაცდინოთ. იგია ღმერთი თქვენი და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.
11:34 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ إِنِ افْتَرَيْتُهُ فَعَلَيَّ إِجْرَامِي وَأَنَا بَرِيءٌ مِمَّا تُجْرِمُونَ
განა ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ იგი შევთხზე მე, მაშინ ჩემი ცოდვა მე მეკუთვნის, და მე თქვენი ჩადენილი ცოდვებისგან შორს ვარ.“
11:35 -
وَأُوحِيَ إِلَىٰ نُوحٍ أَنَّهُ لَنْ يُؤْمِنَ مِنْ قَوْمِكَ إِلَّا مَنْ قَدْ آمَنَ فَلَا تَبْتَئِسْ بِمَا كَانُوا يَفْعَلُونَ
და ზეშთაეგონა ნუჰს, რომ არავინ ირწმუნებს მისი ხალხიდან, გარდა ვინც უკვე ირწმუნა. მაშ, ნუ იდარდებ იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ!
11:36 -
وَاصْنَعِ الْفُلْكَ بِأَعْيُنِنَا وَوَحْيِنَا وَلَا تُخَاطِبْنِي فِي الَّذِينَ ظَلَمُوا ۚ إِنَّهُمْ مُغْرَقُونَ
და ააგე ხომალდი ჩვენ თვალწინ და ჩვენსავ შთაგონებისამებრ. და არ მომმართო მე იმათ გამო, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს. უეჭველად, დასახრჩობელნი არიან ეგენი!
11:37 -
وَيَصْنَعُ الْفُلْكَ وَكُلَّمَا مَرَّ عَلَيْهِ مَلَأٌ مِنْ قَوْمِهِ سَخِرُوا مِنْهُ ۚ قَالَ إِنْ تَسْخَرُوا مِنَّا فَإِنَّا نَسْخَرُ مِنْكُمْ كَمَا تَسْخَرُونَ
და აგებდა იგი ხომალდს და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისივე ხალხიდან წინამძღოლები, დასცინოდნენ მას. უთხრა: „თუკი დაგვცინით ჩვენ, უეჭველად, ჩვენც დაგცინებთ ისევე ,როგორც თქვენ დაგვცინით.
11:38 -
فَسَوْفَ تَعْلَمُونَ مَنْ يَأْتِيهِ عَذَابٌ يُخْزِيهِ وَيَحِلُّ عَلَيْهِ عَذَابٌ مُقِيمٌ
სულ მალე შეიტყობენ, ვის ეწევა დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება მარადიული ტანჯვა.
11:39 -
حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَمْرُنَا وَفَارَ التَّنُّورُ قُلْنَا احْمِلْ فِيهَا مِنْ كُلٍّ زَوْجَيْنِ اثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَنْ سَبَقَ عَلَيْهِ الْقَوْلُ وَمَنْ آمَنَ ۚ وَمَا آمَنَ مَعَهُ إِلَّا قَلِيلٌ
მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე, ვუთხარით: „აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ, ასევე ვინც ირწმუნა და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ. და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა.
11:40 -
وَقَالَ ارْكَبُوا فِيهَا بِسْمِ اللَّهِ مَجْرَاهَا وَمُرْسَاهَا ۚ إِنَّ رَبِّي لَغَفُورٌ رَحِيمٌ
და უთხრა: „ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). უეჭველად, ღმერთი ჩემი შემნდობია, მწყალობელია!“
11:41 -
وَهِيَ تَجْرِي بِهِمْ فِي مَوْجٍ كَالْجِبَالِ وَنَادَىٰ نُوحٌ ابْنَهُ وَكَانَ فِي مَعْزِلٍ يَا بُنَيَّ ارْكَبْ مَعَنَا وَلَا تَكُنْ مَعَ الْكَافِرِينَ
და იგი მათ გორასავით ტალღებში მიაქანებდა, და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც სანაპიროზე იდგა: „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“
11:42 -
قَالَ سَآوِي إِلَىٰ جَبَلٍ يَعْصِمُنِي مِنَ الْمَاءِ ۚ قَالَ لَا عَاصِمَ الْيَوْمَ مِنْ أَمْرِ اللَّهِ إِلَّا مَنْ رَحِمَ ۚ وَحَالَ بَيْنَهُمَا الْمَوْجُ فَكَانَ مِنَ الْمُغْرَقِينَ
მიუგო: „თავს შევაფარებ მთას, მიხსნის მე წყლისგან. “უთხრა: ,,არ არს დამცავი ამ დღეს ალლაჰის ბრძანებისგან გარდა მათი, რომლებზეც წყალობა მოიღო!“ და მაშინ ტალღამ დააშორა ისინი და ასე დამხრჩვალთაგან აღმოჩნდა.
11:43 -
وَقِيلَ يَا أَرْضُ ابْلَعِي مَاءَكِ وَيَا سَمَاءُ أَقْلِعِي وَغِيضَ الْمَاءُ وَقُضِيَ الْأَمْرُ وَاسْتَوَتْ عَلَى الْجُودِيِّ ۖ وَقِيلَ بُعْدًا لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ
და ებრძანა: „ჰეი მიწავ, შთანთქე წყალი შენი! და ჰეი ზეცავ, შესდექ!“ წყალმა იკლო, აღსრულდა ნება. ხომალდი შედგა ალ-ჯუდის მთაზე, და ითქვა: „დაე, დაიხრჩონ უსამართლონი!“
11:44 -
وَنَادَىٰ نُوحٌ رَبَّهُ فَقَالَ رَبِّ إِنَّ ابْنِي مِنْ أَهْلِي وَإِنَّ وَعْدَكَ الْحَقُّ وَأَنْتَ أَحْكَمُ الْحَاكِمِينَ
და შეჰღაღადა ნუჰმა თავის ღმერთს. თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ვაჟი ჩემი ჩემივე ოჯახის ნაწილია. და უთუოდ, ჭეშმარიტია აღთქმა შენი. და შენ საუკეთესო მსაჯული ხარ მსაჯულთა შორის!“
11:45 -
قَالَ يَا نُوحُ إِنَّهُ لَيْسَ مِنْ أَهْلِكَ ۖ إِنَّهُ عَمَلٌ غَيْرُ صَالِحٍ ۖ فَلَا تَسْأَلْنِ مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ ۖ إِنِّي أَعِظُكَ أَنْ تَكُونَ مِنَ الْجَاهِلِينَ
მიუგო: „ჰეი, ნუჰ! უეჭველად,3 იგი არ არის შენი ოჯახის ნაწილი. უეჭველად, იგი საქმე არ არის ჭეშმარიტი. მაშ, ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ მოგეპოვება. უეჭველად, შეგაგონებ შენ, რომ არ იყო უმეცართაგანი“!
11:46 -
قَالَ رَبِّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ أَنْ أَسْأَلَكَ مَا لَيْسَ لِي بِهِ عِلْمٌ ۖ وَإِلَّا تَغْفِرْ لِي وَتَرْحَمْنِي أَكُنْ مِنَ الْخَاسِرِينَ
უთხრა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე შენ მოგეკედლები იმისგან, რომ გთხოვე ის, რაც მე არ გამეგება. და თუ არ შემინდობ და არ შემიწყალებ, წაწყმედილთა შორის აღმოვჩნდები.“
11:47 -
قِيلَ يَا نُوحُ اهْبِطْ بِسَلَامٍ مِنَّا وَبَرَكَاتٍ عَلَيْكَ وَعَلَىٰ أُمَمٍ مِمَّنْ مَعَكَ ۚ وَأُمَمٌ سَنُمَتِّعُهُمْ ثُمَّ يَمَسُّهُمْ مِنَّا عَذَابٌ أَلِيمٌ
და ებრძანა: „ჰეი, ნუჰ! გადმოდი ჩვენმიერი მშვიდობითა და შენდამი სიკეთით და ის ხალხიც, შენთან ერთად რომ არიან. და სხვა ხალხიც, რომლებსაც დროებით ვასაზრდოებთ, მერე კი მიეწევათ მათ მწარე სასჯელი ჩვენგან.“
11:48 -
تِلْكَ مِنْ أَنْبَاءِ الْغَيْبِ نُوحِيهَا إِلَيْكَ ۖ مَا كُنْتَ تَعْلَمُهَا أَنْتَ وَلَا قَوْمُكَ مِنْ قَبْلِ هَٰذَا ۖ فَاصْبِرْ ۖ إِنَّ الْعَاقِبَةَ لِلْمُتَّقِينَ
აი (ყოველივე) ეს იმ დაფარულ ამბავთაგანია, რომელსაც შენ ზეშთაგაგონებთ. არც შენ და არც შენმა ხალხმა არ იცოდით აქამდე. მაშ, იყავი მომთმენი, უეჭველად, აღსასრული ღვთისმოშიშებისაა.
11:49
თარგმანი: რეზო მიქელაძე