სურა 11 ჰუდი, აიათი 12 – 13
-
فَلَعَلَّكَ تَارِكٌ بَعْضَ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ وَضَائِقٌ بِهِ صَدْرُكَ أَنْ يَقُولُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ كَنْزٌ أَوْ جَاءَ مَعَهُ مَلَكٌ ۚ إِنَّمَا أَنْتَ نَذِيرٌ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ وَكِيلٌ
იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე!
11:12 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِعَشْرِ سُوَرٍ مِثْلِهِ مُفْتَرَيَاتٍ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
ან კიდევ ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „მაშ, მოიტანეთ ათიოდე სურა ამის მსგავსი შეთხზული და მოუხმეთ ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ თქვენ მართალნი ხართ!“
11:13
თარგმანი: რეზო მიქელაძე