სურა 11 ჰუდი, აიათი 110 – 123

  1. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَاخْتُلِفَ فِيهِ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِي شَكٍّ مِنْهُ مُرِيبٍ

    და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, და უეჭველად, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.

    11:110
  2. وَإِنَّ كُلًّا لَمَّا لَيُوَفِّيَنَّهُمْ رَبُّكَ أَعْمَالَهُمْ ۚ إِنَّهُ بِمَا يَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    უეჭველად, შენი ღმერთი სრულად მიაგებს თითოეულ მათგანს მათი საქმეებისთვის. უეჭველად, მან იცის, რასაც სჩადიან ისინი.

    11:111
  3. فَاسْتَقِمْ كَمَا أُمِرْتَ وَمَنْ تَابَ مَعَكَ وَلَا تَطْغَوْا ۚ إِنَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად. და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ!

    11:112
  4. وَلَا تَرْكَنُوا إِلَى الَّذِينَ ظَلَمُوا فَتَمَسَّكُمُ النَّارُ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ أَوْلِيَاءَ ثُمَّ لَا تُنْصَرُونَ

    და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მეგობარი, ალლაჰის გარდა, მერე არავინ შეგეწევათ!

    11:113
  5. وَأَقِمِ الصَّلَاةَ طَرَفَيِ النَّهَارِ وَزُلَفًا مِنَ اللَّيْلِ ۚ إِنَّ الْحَسَنَاتِ يُذْهِبْنَ السَّيِّئَاتِ ۚ ذَٰلِكَ ذِكْرَىٰ لِلذَّاكِرِينَ

    და დადექი ლოცვად დღის ორივე კიდეში და ღამის გარკვეულ საათებში. უეჭველად, კეთილი საქმენი განდევნიან ბოროტებანს. ეს არის შეგონება გონიერთათვის.

    11:114
  6. وَاصْبِرْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ

    მოითმინე, უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილის მქნელებს!

    11:115
  7. فَلَوْلَا كَانَ مِنَ الْقُرُونِ مِنْ قَبْلِكُمْ أُولُو بَقِيَّةٍ يَنْهَوْنَ عَنِ الْفَسَادِ فِي الْأَرْضِ إِلَّا قَلِيلًا مِمَّنْ أَنْجَيْنَا مِنْهُمْ ۗ وَاتَّبَعَ الَّذِينَ ظَلَمُوا مَا أُتْرِفُوا فِيهِ وَكَانُوا مُجْرِمِينَ

    მაგრამ რაოდენ ცუდია, რომ თქვენ წინა თაობებში, რომელნიც ჩვენ გადავარჩინეთ, არ იყვნენ ბრძენი კაცნი, მცირედის გამოკლებით, რომ წინ აღდგომოდნენ უკეთურობის თესვას დედამიწაზე. და მიჰყვნენ ისინი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, ჩაიძირნენ ამქვეყნიურ სიტკბოებაში და შეიქმნენ ცოდვილებად.

    11:116
  8. وَمَا كَانَ رَبُّكَ لِيُهْلِكَ الْقُرَىٰ بِظُلْمٍ وَأَهْلُهَا مُصْلِحُونَ

    და ღმერთი შენი როდია, რომ გაანადგუროს უსამართლოდ სოფელნი, რომლის მკვიდრნი მშვიდობის მთესველნი არიან?!

    11:117
  9. وَلَوْ شَاءَ رَبُّكَ لَجَعَلَ النَّاسَ أُمَّةً وَاحِدَةً ۖ وَلَا يَزَالُونَ مُخْتَلِفِينَ

    და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,

    11:118
  10. إِلَّا مَنْ رَحِمَ رَبُّكَ ۚ وَلِذَٰلِكَ خَلَقَهُمْ ۗ وَتَمَّتْ كَلِمَةُ رَبِّكَ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ

    გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!“

    11:119
  11. وَكُلًّا نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنْبَاءِ الرُّسُلِ مَا نُثَبِّتُ بِهِ فُؤَادَكَ ۚ وَجَاءَكَ فِي هَٰذِهِ الْحَقُّ وَمَوْعِظَةٌ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ

    და რასაც ჩვენ გიყვებით, ყველა შუამავალთა ამბავთაგანია, რათა გული გაგიმტკიცოთ ამით. და შენ მოგევლინა ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის.

    11:120
  12. وَقُلْ لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ اعْمَلُوا عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنَّا عَامِلُونَ

    და უთხარი, რომელთაც არ ირწმუნეს: „იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ! უეჭველად, ჩვენც ვიღწვით...

    11:121
  13. وَانْتَظِرُوا إِنَّا مُنْتَظِرُونَ

    და დაელოდეთ! უეჭველად, ჩვენც ველოდებით“...

    11:122
  14. وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَإِلَيْهِ يُرْجَعُ الْأَمْرُ كُلُّهُ فَاعْبُدْهُ وَتَوَكَّلْ عَلَيْهِ ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ

    და ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის იდუმალება და მასთან მიბრუნდება საქმენი. ამიტომ თაყვანი ეცით და მიენდეთ მას, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც სჩადიხართ თქვენ!

    11:123

თარგმანი: რეზო მიქელაძე