სურა 11 ჰუდი, აიათი 1 – 8

  1. الر ۚ كِتَابٌ أُحْكِمَتْ آيَاتُهُ ثُمَّ فُصِّلَتْ مِنْ لَدُنْ حَكِيمٍ خَبِيرٍ

    ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ.

    11:1
  2. أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ ۚ إِنَّنِي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ وَبَشِيرٌ

    რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. უეჭველად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ (მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი.

    11:2
  3. وَأَنِ اسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ يُمَتِّعْكُمْ مَتَاعًا حَسَنًا إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى وَيُؤْتِ كُلَّ ذِي فَضْلٍ فَضْلَهُ ۖ وَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ كَبِيرٍ

    და რომ მიტევება შესთხოვოთ თქვენს ღმერთს და შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, რათა მან მოგმადლოთ კეთილი საზრდო დადგენილ ვადამდე და წყალობა მიანიჭოს ყველა კეთილშობილს. და თუ პირს იბრუნებთ, მაშინ, უეჭველად, მეშინია, რომ თქვენ არ გეწიოთ უდიდესი დღის სასჯელი!

    11:3
  4. إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ალლაჰთანაა თქვენი მისაქციელი, და მას ყველაფერზე ძალა შესწევს.

    11:4
  5. أَلَا إِنَّهُمْ يَثْنُونَ صُدُورَهُمْ لِيَسْتَخْفُوا مِنْهُ ۚ أَلَا حِينَ يَسْتَغْشُونَ ثِيَابَهُمْ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    არა! ერთი შეხედე, უეჭველად,ისინი თავიანთ გულებს იგრაგნიან, რათა დამალონ მისგან. არა! ერთი შეხედეთ, მაშინაც კი, როცა იფარებენ თავიანთ სამოსელს, იგი უწყის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. უეჭველად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა!

    11:5
  6. وَمَا مِنْ دَابَّةٍ فِي الْأَرْضِ إِلَّا عَلَى اللَّهِ رِزْقُهَا وَيَعْلَمُ مُسْتَقَرَّهَا وَمُسْتَوْدَعَهَا ۚ كُلٌّ فِي كِتَابٍ مُبِينٍ

    და არ მოიძებნება დედამიწაზე სულიერი, ალლაჰს რომ არ მიეცა მისთვის სარჩო. ალლაჰი უწყის მათ ადგილსამყოფელს და განსასვენებელს. ყოველივე ეს ცხად წიგნშია.

    11:6
  7. وَهُوَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ وَكَانَ عَرْشُهُ عَلَى الْمَاءِ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًا ۗ وَلَئِنْ قُلْتَ إِنَّكُمْ مَبْعُوثُونَ مِنْ بَعْدِ الْمَوْتِ لَيَقُولَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ

    და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, რამეთუ მასზე წინ მისი ტახტრევანი წყალსა ზედა ემართა. ეს იმისთვის, რომ გამოეცადეთ თქვენ, ვინ უფრო უკეთ მოიქცეოდა. და თუ შენ ეტყვი: „უეჭველად, თქვენ აღდგენილი იქნებით სიკვდილის შემდეგ“, უთუოდ იტყვიან, რომელთაც უარყვეს: ეს მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა.

    11:7
  8. وَلَئِنْ أَخَّرْنَا عَنْهُمُ الْعَذَابَ إِلَىٰ أُمَّةٍ مَعْدُودَةٍ لَيَقُولُنَّ مَا يَحْبِسُهُ ۗ أَلَا يَوْمَ يَأْتِيهِمْ لَيْسَ مَصْرُوفًا عَنْهُمْ وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    და ვფიცავ, თუ ჩვენ მათგან სასჯელს შევაყოვნებთ განსაზღვრულ დრომდე, უეჭველად, იტყვიან: „მას რაღა აკავებსო?“ იცოდეთ, ერთ დღესაც, როცა ის მიეწევათ მათ, ვეღარავინ უკუაქცევს მას და გარს შემოერტყმება იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ!

    11:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე