სურა 10 იუნუსი, აიათი 75 – 92

  1. ثُمَّ بَعَثْنَا مِنْ بَعْدِهِمْ مُوسَىٰ وَهَارُونَ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ بِآيَاتِنَا فَاسْتَكْبَرُوا وَكَانُوا قَوْمًا مُجْرِمِينَ

    შემდეგ წარვგზავნეთ მათ მერე მუსა და ჰარუნი ფარაონთან და მის დიდებულებთან ჩვენი სასწაულებითურთ. მაგრამ გამედიდურდნენ და გარდაიქცნენ ცოდვილ ხალხად.

    10:75
  2. فَلَمَّا جَاءَهُمُ الْحَقُّ مِنْ عِنْدِنَا قَالُوا إِنَّ هَٰذَا لَسِحْرٌ مُبِينٌ

    ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: უეჭველად, ეს აშკარა ჯადოქრობააო!

    10:76
  3. قَالَ مُوسَىٰ أَتَقُولُونَ لِلْحَقِّ لَمَّا جَاءَكُمْ ۖ أَسِحْرٌ هَٰذَا وَلَا يُفْلِحُ السَّاحِرُونَ

    უთხრა მუსამ: როცა თქვენ ჭეშმარიტება მოგევლინათ, განა მის შესახებ ასე ამბობთ, რომ ეს ჯადოქრობაა? ჯადოქრები ვერ იქნებიან ნეტარნი!

    10:77
  4. قَالُوا أَجِئْتَنَا لِتَلْفِتَنَا عَمَّا وَجَدْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا وَتَكُونَ لَكُمَا الْكِبْرِيَاءُ فِي الْأَرْضِ وَمَا نَحْنُ لَكُمَا بِمُؤْمِنِينَ

    თქვეს: განა იმისთვის მოხვედი, რომ იმ გზას აგვაცდინო, რაზეც ვპოვეთ ჩვენი წინაპრები, რასაც ჩვენი მამები მისდევდნენ და რომ თქვენ ორმა იგდოთ ხელთ ამ მიწაზე ბატონობა? ჩვენ ვერაფრით დაგეთანხმებით თქვენ!

    10:78
  5. وَقَالَ فِرْعَوْنُ ائْتُونِي بِكُلِّ سَاحِرٍ عَلِيمٍ

    და თქვა ფარაონმა: მომგვარეთ ყველა მცოდნე ჯადოქარი!

    10:79
  6. فَلَمَّا جَاءَ السَّحَرَةُ قَالَ لَهُمْ مُوسَىٰ أَلْقُوا مَا أَنْتُمْ مُلْقُونَ

    ხოლო როცა ჯადოქრები გამოცხადდნენ, უთხრა მათ მუსამ: ისროლეთ ის, რისი სროლაც გინდათ!

    10:80
  7. فَلَمَّا أَلْقَوْا قَالَ مُوسَىٰ مَا جِئْتُمْ بِهِ السِّحْرُ ۖ إِنَّ اللَّهَ سَيُبْطِلُهُ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يُصْلِحُ عَمَلَ الْمُفْسِدِينَ

    მაგრამ როცა ისროლეს, უთხრა მუსამ: რაც თქვენ გააკეთეთ, ჯადოქრობაა. უეჭველად, ალლაჰი მალე ამაოს ჰქმნის მას. უეჭველად, ალლაჰი არ ახეირებს ამრევთა საქმეს.

    10:81
  8. وَيُحِقُّ اللَّهُ الْحَقَّ بِكَلِمَاتِهِ وَلَوْ كَرِهَ الْمُجْرِمُونَ

    და ალლაჰი დაამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისივე სიტყვებით, თუნდ ეს არ ესიამოვნოთ ცოდვილთ!

    10:82
  9. فَمَا آمَنَ لِمُوسَىٰ إِلَّا ذُرِّيَّةٌ مِنْ قَوْمِهِ عَلَىٰ خَوْفٍ مِنْ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِمْ أَنْ يَفْتِنَهُمْ ۚ وَإِنَّ فِرْعَوْنَ لَعَالٍ فِي الْأَرْضِ وَإِنَّهُ لَمِنَ الْمُسْرِفِينَ

    ამის მერე არ ირწმუნეს მუსა, გარდა თავისი ხალხიდან ერთი ტომისა, იმის შიშით, რომ ფარაონი და მისი ხალხი უბედურებას დაატეხავდნენ. და უეჭველად, ფარაონი თვითმპყრობელი იყო დედამიწაზე. და უეჭველად, ზღვარგადასული იყო იგი.

    10:83
  10. وَقَالَ مُوسَىٰ يَا قَوْمِ إِنْ كُنْتُمْ آمَنْتُمْ بِاللَّهِ فَعَلَيْهِ تَوَكَّلُوا إِنْ كُنْتُمْ مُسْلِمِينَ

    და უთხრა მუსამ: ხალხო ჩემო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშ, მიენდეთ მას, თუ თქვენ ხართ მუსლიმები!

    10:84
  11. فَقَالُوا عَلَى اللَّهِ تَوَكَّلْنَا رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا فِتْنَةً لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    მაშინ თქვეს: „ჩვენ მივენდეთ ალლაჰს. ღმერთო ჩვენო, ნუ გვქმნი გამოცდად უსამართლო ხალხთათვის!

    10:85
  12. وَنَجِّنَا بِرَحْمَتِكَ مِنَ الْقَوْمِ الْكَافِرِينَ

    გვიხსენ ჩვენ ურჯულო ხალხისგან, შენი წყალობით!“

    10:86
  13. وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ وَأَخِيهِ أَنْ تَبَوَّآ لِقَوْمِكُمَا بِمِصْرَ بُيُوتًا وَاجْعَلُوا بُيُوتَكُمْ قِبْلَةً وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ

    და ჩვენ შთავაგონეთ მუსას და მის ძმას: რომ მოუმზადეთ სახლები ეგვიპტეში თქვენს ხალხს, და აქციეთ სახლები თქვენი ყიბლედ და დადექით ლოცვად. მაშ, ახარე მორწმუნენთ!

    10:87
  14. وَقَالَ مُوسَىٰ رَبَّنَا إِنَّكَ آتَيْتَ فِرْعَوْنَ وَمَلَأَهُ زِينَةً وَأَمْوَالًا فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا رَبَّنَا لِيُضِلُّوا عَنْ سَبِيلِكَ ۖ رَبَّنَا اطْمِسْ عَلَىٰ أَمْوَالِهِمْ وَاشْدُدْ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَلَا يُؤْمِنُوا حَتَّىٰ يَرَوُا الْعَذَابَ الْأَلِيمَ

    და უთხრა მუსამ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ იმისათვის უბოძე შენ ფარაონს და მის დიდებულებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრწყინვალება და სიმდიდრე, რათა გადამცდარიყვნენ შენივე გზისაგან? ღმერთო ჩვენო! მოჰგავე მათი სიმდიდრე და გაუსასტიკე გულები, რათა ვერ შეძლონ ირწმუნონ, სანამ არ ნახავენ მწარე სასჯელს!“

    10:88
  15. قَالَ قَدْ أُجِيبَتْ دَعْوَتُكُمَا فَاسْتَقِيمَا وَلَا تَتَّبِعَانِّ سَبِيلَ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ

    თქვა: თქვენი ვედრება შეწყნარებულია. გააგრძელეთ ჭეშმარიტ გზაზე სიარული და არ გაჰყვეთ იმათ გზას, ვინც ცოდნას არ ფლობს!

    10:89
  16. وَجَاوَزْنَا بِبَنِي إِسْرَائِيلَ الْبَحْرَ فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ وَجُنُودُهُ بَغْيًا وَعَدْوًا ۖ حَتَّىٰ إِذَا أَدْرَكَهُ الْغَرَقُ قَالَ آمَنْتُ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا الَّذِي آمَنَتْ بِهِ بَنُو إِسْرَائِيلَ وَأَنَا مِنَ الْمُسْلِمِينَ

    ჩვენ გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე. მაგრამ დაედევნენ ისინი, ფარაონი და მისი ამალა, დასაჩაგრად და მტრულად. როცა ფარაონი იხრჩობოდა, თქვა: „ვირწმუნე, უეჭველად, იგი. არ არის ღვთაება, გარდა მისი,რომელიც ირწმუნეს ისრაილის შვილთა. და მეც ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!“

    10:90
  17. آلْآنَ وَقَدْ عَصَيْتَ قَبْلُ وَكُنْتَ مِنَ الْمُفْسِدِينَ

    ნუთუ ახლა! აკი, წინათ ურჩობდი და იყავი ბუნტისთავი?!

    10:91
  18. فَالْيَوْمَ نُنَجِّيكَ بِبَدَنِكَ لِتَكُونَ لِمَنْ خَلْفَكَ آيَةً ۚ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ النَّاسِ عَنْ آيَاتِنَا لَغَافِلُونَ

    მაშ, დღეს ჩვენ შენ გადაგარჩენთ სხეულად, რათა იქმნა სასწაულად შენს შემდგომთათვის. უეჭველად, უმეტესი ხალხთაგან, ჩვენი სასწაულების შესახებ ცოდნას არ ფლობენ.

    10:92

თარგმანი: რეზო მიქელაძე