სურა 10 იუნუსი, აიათი 31 – 40
-
قُلْ مَنْ يَرْزُقُكُمْ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ أَمَّنْ يَمْلِكُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَمَنْ يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَيُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ وَمَنْ يُدَبِّرُ الْأَمْرَ ۚ فَسَيَقُولُونَ اللَّهُ ۚ فَقُلْ أَفَلَا تَتَّقُونَ
უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?
10:31 -
فَذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمُ الْحَقُّ ۖ فَمَاذَا بَعْدَ الْحَقِّ إِلَّا الضَّلَالُ ۖ فَأَنَّىٰ تُصْرَفُونَ
აი, ესაა ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა, თუ არა გზააბნევა? მაშ, როგორღა უხვევთ!
10:32 -
كَذَٰلِكَ حَقَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ عَلَى الَّذِينَ فَسَقُوا أَنَّهُمْ لَا يُؤْمِنُونَ
აი, ასე ახდა შენი ღმერთის სიტყვა იმათ მიმართ, რომელთაც გზას გადაუხვიეს. უეჭველად, არ ირწმუნებენ ეგენი.
10:33 -
قُلْ هَلْ مِنْ شُرَكَائِكُمْ مَنْ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ۚ قُلِ اللَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ
უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც ჯერ გააჩენს, მერე დააბრუნებს მას? მიუგე: ალლაჰი ჯერ აჩენს, მერე კი აბრუნებს მას. მაშ, ჭეშმარიტებას როგორღა ანებებთ თავს და ცდომილებას უბრუნდებით?!
10:34 -
قُلْ هَلْ مِنْ شُرَكَائِكُمْ مَنْ يَهْدِي إِلَى الْحَقِّ ۚ قُلِ اللَّهُ يَهْدِي لِلْحَقِّ ۗ أَفَمَنْ يَهْدِي إِلَى الْحَقِّ أَحَقُّ أَنْ يُتَّبَعَ أَمَّنْ لَا يَهِدِّي إِلَّا أَنْ يُهْدَىٰ ۖ فَمَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ
უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ? მიუგე: ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტებისკენ. მაშ, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ, უფრო ღირსია, რომ მიჰყვნენ მას, თუ ვინც ვერ დაედგინება ჭეშმარიტებას, თუ არ დაადგენენ მას? და რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?
10:35 -
وَمَا يَتَّبِعُ أَكْثَرُهُمْ إِلَّا ظَنًّا ۚ إِنَّ الظَّنَّ لَا يُغْنِي مِنَ الْحَقِّ شَيْئًا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا يَفْعَلُونَ
და მათი უმრავლესობა საკუთარ ვარაუდს მისდევს, უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან ეგენი.
10:36 -
وَمَا كَانَ هَٰذَا الْقُرْآنُ أَنْ يُفْتَرَىٰ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَٰكِنْ تَصْدِيقَ الَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ وَتَفْصِيلَ الْكِتَابِ لَا رَيْبَ فِيهِ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ
ეს ყურანი ალლაჰისაა, მის გარდა სხვაზე მისი მიწერა შეუძლებელია. ვინაიდან, სამყაროთა ღმერთისგან (მოვლენილია) დასტურია იმისა, რომელიც მათ ხელთ იყო და იგია, წიგნი განმარტებების, რომელშიც ეჭვი არ არსებობს.
10:37 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِسُورَةٍ مِثْلِهِ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
ან ამბობენ: იქნებ, მან შეთხზა იგი. უთხარი: მაშ, მოიტანეთ ერთი სურა მისი მსგავსი და მოუხმეთ ვისი იმედიც გაქვთ ალლაჰის გარდა, თუ თქვენ ხართ მართალნი!
10:38 -
بَلْ كَذَّبُوا بِمَا لَمْ يُحِيطُوا بِعِلْمِهِ وَلَمَّا يَأْتِهِمْ تَأْوِيلُهُ ۚ كَذَٰلِكَ كَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الظَّالِمِينَ
არა! ცრუდ შერაცხეს იგი, რის ცოდნასაც ვერ შესწვდნენ და რადგან მისი განმარტება მათ არ მოსვლიათ; ასევე ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მანამდე. მაშ, შეხედე, როგორი იყო უსამართლონის აღსასრული!...
10:39 -
وَمِنْهُمْ مَنْ يُؤْمِنُ بِهِ وَمِنْهُمْ مَنْ لَا يُؤْمِنُ بِهِ ۚ وَرَبُّكَ أَعْلَمُ بِالْمُفْسِدِينَ
და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნებენ მას და მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც არ ირწმუნებს მას. და შენმა ღმერთმა უკეთ უწყის უსამართლობის გამავრცელებლები!
10:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე