სურა 10 იუნუსი, აიათი 3 – 5

  1. إِنَّ رَبَّكُمُ اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۖ يُدَبِّرُ الْأَمْرَ ۖ مَا مِنْ شَفِيعٍ إِلَّا مِنْ بَعْدِ إِذْنِهِ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ

    უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღმართა. იგი განაგებს ყველა საქმეს. არ არსებობს შემწე, თუ არა ნება მისი. ასეთია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მაშ, თაყვანი ეცით მას. ნუთუ არ დაფიქრდებით?!

    10:3
  2. إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا ۖ وَعْدَ اللَّهِ حَقًّا ۚ إِنَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ لِيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ بِالْقِسْطِ ۚ وَالَّذِينَ كَفَرُوا لَهُمْ شَرَابٌ مِنْ حَمِيمٍ وَعَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْفُرُونَ

    მასთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. უეჭველად, იგი უბადლოდ აჩენს და მერე უკუმოაქცევს მასთან, რათა სამართლიანად მიუზღოს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა სასმელი მდუღარე და მწარე ტანჯვა იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.

    10:4
  3. هُوَ الَّذِي جَعَلَ الشَّمْسَ ضِيَاءً وَالْقَمَرَ نُورًا وَقَدَّرَهُ مَنَازِلَ لِتَعْلَمُوا عَدَدَ السِّنِينَ وَالْحِسَابَ ۚ مَا خَلَقَ اللَّهُ ذَٰلِكَ إِلَّا بِالْحَقِّ ۚ يُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ

    იგია, რომელმაც დაადგინა მზე სხივად და მთვარე ნათელად. მან დაუდგინა სამოძრაო გზანი მათ, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ყოველივე ეს, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებით. იგი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის.

    10:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე