სურა 10 იუნუსი, აიათი 11 – 12
-
وَلَوْ يُعَجِّلُ اللَّهُ لِلنَّاسِ الشَّرَّ اسْتِعْجَالَهُمْ بِالْخَيْرِ لَقُضِيَ إِلَيْهِمْ أَجَلُهُمْ ۖ فَنَذَرُ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ
და რომ დაეჩქარებინა ალლაჰს ხალხთათვის უბედურება ისევე, როგორც სიკეთის დაჩქარება სურთ, მათი აღსასრული გარდაუვალი გახდებოდა. მაგრამ რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, მივაგდებთ თავიანთ აღვირახსნილობაში ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.
10:11 -
وَإِذَا مَسَّ الْإِنْسَانَ الضُّرُّ دَعَانَا لِجَنْبِهِ أَوْ قَاعِدًا أَوْ قَائِمًا فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُ ضُرَّهُ مَرَّ كَأَنْ لَمْ يَدْعُنَا إِلَىٰ ضُرٍّ مَسَّهُ ۚ كَذَٰلِكَ زُيِّنَ لِلْمُسْرِفِينَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
და როცა კაცს უბედურება ეწევა, გვევედრება ჩვენ წამოწოლილი ან მჯდარი ან ფეხზე მდგომი. მაგრამ როცა ავარიდებთ მას უბედურებას, ისე ჩაივლის, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის შეწევნა თავსდატეხილი უბედურების გამო. აი, ასე მოეკაზმათ ზღვარგადასულებს, რასაც სჩადიან.
10:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე