სურა 10 იუნუსი, აიათი 1 – 10
-
الر ۚ تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْحَكِيمِ
ელიფ. ლამ. რა. ეს არის აიათები ბრძნული წიგნისა.
10:1 -
أَكَانَ لِلنَّاسِ عَجَبًا أَنْ أَوْحَيْنَا إِلَىٰ رَجُلٍ مِنْهُمْ أَنْ أَنْذِرِ النَّاسَ وَبَشِّرِ الَّذِينَ آمَنُوا أَنَّ لَهُمْ قَدَمَ صِدْقٍ عِنْدَ رَبِّهِمْ ۗ قَالَ الْكَافِرُونَ إِنَّ هَٰذَا لَسَاحِرٌ مُبِينٌ
ნუთუ ხალხისთვის გასაოცარია, რომ ჩვენ შთავაგონეთ კაცს მათი წიაღიდანვე, რათა შეეგონებინა ისინი და ეხარებინა, რომელთაც ირწმუნეს: უეჭველად, მათთვისაა უფლის წინაშე ჭეშმარიტი უპირატესობა. სთქვეს ურწმუნოებმა: უეჭველად, ეგ აშკარა გრძნეულია.
10:2 -
إِنَّ رَبَّكُمُ اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۖ يُدَبِّرُ الْأَمْرَ ۖ مَا مِنْ شَفِيعٍ إِلَّا مِنْ بَعْدِ إِذْنِهِ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღმართა. იგი განაგებს ყველა საქმეს. არ არსებობს შემწე, თუ არა ნება მისი. ასეთია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მაშ, თაყვანი ეცით მას. ნუთუ არ დაფიქრდებით?!
10:3 -
إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا ۖ وَعْدَ اللَّهِ حَقًّا ۚ إِنَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ لِيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ بِالْقِسْطِ ۚ وَالَّذِينَ كَفَرُوا لَهُمْ شَرَابٌ مِنْ حَمِيمٍ وَعَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْفُرُونَ
მასთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. უეჭველად, იგი უბადლოდ აჩენს და მერე უკუმოაქცევს მასთან, რათა სამართლიანად მიუზღოს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა სასმელი მდუღარე და მწარე ტანჯვა იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
10:4 -
هُوَ الَّذِي جَعَلَ الشَّمْسَ ضِيَاءً وَالْقَمَرَ نُورًا وَقَدَّرَهُ مَنَازِلَ لِتَعْلَمُوا عَدَدَ السِّنِينَ وَالْحِسَابَ ۚ مَا خَلَقَ اللَّهُ ذَٰلِكَ إِلَّا بِالْحَقِّ ۚ يُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
იგია, რომელმაც დაადგინა მზე სხივად და მთვარე ნათელად. მან დაუდგინა სამოძრაო გზანი მათ, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ყოველივე ეს, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებით. იგი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის.
10:5 -
إِنَّ فِي اخْتِلَافِ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَمَا خَلَقَ اللَّهُ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَّقُونَ
უეჭველად, ღამის და დღის მონაცვლეობაში და რაც ალლაჰმა გააჩინა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, სასწაულებია ღვთისმოშიშ ხალხთათვის.
10:6 -
إِنَّ الَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَاءَنَا وَرَضُوا بِالْحَيَاةِ الدُّنْيَا وَاطْمَأَنُّوا بِهَا وَالَّذِينَ هُمْ عَنْ آيَاتِنَا غَافِلُونَ
უეჭველად, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას, კმაყოფილი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და დასჯერდნენ მას, და რომელნიც ჩვენი სასწაულების მიმართ უსულგულო არიან,
10:7 -
أُولَٰئِكَ مَأْوَاهُمُ النَّارُ بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ
აი,მათი თავშესაფარი ცეცხლია იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!
10:8 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ يَهْدِيهِمْ رَبُّهُمْ بِإِيمَانِهِمْ ۖ تَجْرِي مِنْ تَحْتِهِمُ الْأَنْهَارُ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ
უეჭველად, მათ,რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთი. იმიტომ, რომ ირწმუნეს, მათი უფალი სწორი გზით წარმართავს მათ სიკეთეუხვ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება.
10:9 -
دَعْوَاهُمْ فِيهَا سُبْحَانَكَ اللَّهُمَّ وَتَحِيَّتُهُمْ فِيهَا سَلَامٌ ۚ وَآخِرُ دَعْوَاهُمْ أَنِ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ
მათი შეძახილი იქ: დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! და მათი ცხოვრება: მშვიდობაა! და მათი ბოლო შეძახილი: ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!
10:10
თარგმანი: რეზო მიქელაძე