სურა 100 ადიათი, აიათი 6 – 11

  1. إِنَّ الْإِنْسَانَ لِرَبِّهِ لَكَنُودٌ

    უეჭველად, ადამიანი თავისი ღმერთის წინაშე უმადურია

    100:6
  2. وَإِنَّهُ عَلَىٰ ذَٰلِكَ لَشَهِيدٌ

    და ამის მოწმე თავადაა!

    100:7
  3. وَإِنَّهُ لِحُبِّ الْخَيْرِ لَشَدِيدٌ

    უეჭველად, ის მტკიცეა თავის სიყვარულში აქაური ფუფუნებისადმი!

    100:8
  4. أَفَلَا يَعْلَمُ إِذَا بُعْثِرَ مَا فِي الْقُبُورِ

    განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს?

    100:9
  5. وَحُصِّلَ مَا فِي الصُّدُورِ

    და გამოაშკარავდება ის, რაც გულებშია?

    100:10
  6. إِنَّ رَبَّهُمْ بِهِمْ يَوْمَئِذٍ لَخَبِيرٌ

    უეჭველად, იმ დღეს ღმერთი მათი ამ ყველაფრის მცოდნეა!

    100:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე